Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

რა უნდა ვიცოდეთ თუ სასწავლებლად პოლონეთში ვაპირებთ წასვლას No rating results yet


დღესდღეობით, უფრო და უფრო მეტი სტუდენტი  ირჩევს პოლონეთს სწავლის გასაგრძელებლად. ეს განპირობებულია სწავლის მაღალი ხარისხით და  სწავლის დასრულების, ან მისი მიმდინარეობის დროს სტაჟირების შესაძლებლობით.

17427439-Abstract-word-cloud-for-Higher-education-in-Poland-with-related-tags-and-terms-Stock-Photo

უმაღლესი განათლება პოლონეთში        

უმაღლესი განათლება პოლონეთში მიმდინარეობს ბოლონიის პროცესის თანახმად. ბოლონიის პროცესის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, უმაღლესი განათლების საერთო ევროპული სივრცის შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა, სტუდენტების თავისუფალი გადაადგილება სხვადასხვა ქვეყნებში განათლების მისაღებად.

ევროპაში, სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა (European Credit Transfer System – ECTS), რომლის გამოცდა 1989 წელს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში მოხდა. ეს კრედიტების ნაციონალური სისტემების “თარგმანის” ერთგვარი მცდელობა იყო. ECTS-ის შემოღების მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნებს შორის სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა, კერძოდ “…მობილური სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის აღიარების გამარტივება”. ტრანსფერის ეს სისტემა საშუალებას აძლევს სტუდენტს, თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნებს, ან ერთ ქვეყანაში არსებულ სასწავლებლებს შორის ისე, რომ მის მიერ ერთგან დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნას მეორე სასწავლებელში.

ECTS-ის მნიშვნელობა დღესდღეობით მხოლოდ კრედიტების ტრანსფერით არ შემოიფარგლება – ეს სისტემა კრედიტების დაგროვების საშუალებაცაა, ამიტომ მას დღეს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემას უწოდებენ.

სტუდენტი, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, კრედიტების გარკვეულ რაოდენობას უნდა აგროვებდეს (საქართველოში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები 180-დან 240 კრედიტამდე, ხოლო სამაგისტრო პროგრამები – 120 ევროპულ კრედიტს უნდა მოიცავდეს). კრედიტების დაგროვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტუდენტის კვალიფიკაციის დასადგენად. ECTS–ი კი ამის შესანიშნავ საშუალებას იძლევა. ECTS-ის მეშვეობით ადვილდება სასწავლო პროგრამების გაგება და შედარება. ამ სისტემის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის პროგრამისათვის, მიუხედავად მისი ტიპისა. შესაბამისად, ECTS–ი წარმოადგენს არა მხოლოდ მობილობის ხელშემწყობ ფაქტორს, არამედ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და შეფასებისათვის.

ბოლონიის პროცესის განხორციელების გაადვილების მიზნით, ევროპის ბევრ ქვეყანაში კანონით იქნა მიღებული ECTS -ი, როგორც ქვეყნის შიგნით კრედიტების დაგროვების სისტემა. ზოგ ქვეყანაში ECTS-ი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების აკრედიტაციის აუცილებელი წინაპირობაც კი გახდა.

students

სწავლის ხანგრძლივობა პოლონეთში

ბაკალავრიატი: სწავლის ხანგრძლივობა განსხვავდება  ჰუმანიტარული და ტექნიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის. მინიმალური სწავლის პერიოდი გახლავთ 3 წელი, ხოლო მაქსიმალური 4-5 წელი.

მაგისტრატურა: სწავლის პერიოდი მოიცავს 2 წელს.

ასპირანტურა: სწავლის პერიოდი მოიცავს 5 წელს.

პოსტ-სადიპლომო სწავლება:  სწავლის პერიოდი მოიცავს 1,5 წელს.

გარდა სტანდარტული სწავლებისა, პოლონეთში ასევე შეძლებთ  ბევრისთვის მოსახერხებელ საღამოს და დისტანციურ სწავლებას. ეს საშუალებას მოგცემთ დღისით იმუშაოთ და  საღამოს ისწავლოთ. თითოეულ ამ ვარიანტს აქვს თვისი პრივილეგია და თვისებურებანი.

დღის საათებში სწავლა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას  იმედი იქონიოს  სწავლის საფასურის დაკლებაზე და ასევე სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაზე.

რაც შეეხება საღამოს საათებში სწავლას, შანსი გეძლევათ სწავლასთან ერთად პირველივე წელს მიიღოთ სამუშაო გამოცდილება, რაც სამომვალოდ ნამდვილად გამოგადგებათ.

old-town

რა უპირატესობა აქვს პოლონეთში სწავლას

სტუდენტი, სწავლის დასრულების შემდეგ, ღებულობს ისეთ დიპლომს, რომელიც არ ჩამოუვარდება გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომებს.

გაძლევთ საშუალებას, სწავლის დასრულებისთანავე, მოახდინოთ თქვენი თავის როგორც სპეციალისტის რეალიზება თქვენსავე, ან სხვა ქვეყანაში.

სწავლა აქ ყველაზე ხელმისაწვდომია სხვა ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

პოლონეთში შეგიძლიათ ისწავლოთ როგორც პოლონურად, ასევე ინგლისურადაც.

აუცილებელი მოთხოვნები უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად

უნდა გქონდეთ სკოლის დამამთავრებელი ატესტატი (ბაკალავრის დიპლომი და ა.შ.)

სახელმწიფო უნივერისტეტში ჩაბარებისას აუცილებლად მოგიწევთ გამოცდების ჩაბარება მაგ: თუ თქვენ აბარებთ სამედიცინო ფაკულტეტზე, მოგიწევთ ჩააბაროთ ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა. გამოცდების რაოდენობას აწესებენ თვითონ უნივერსიტეტები. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ ჩაბარება უფრო ადვილია და როგორც წესი მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე.

 სწავლის საფასური

სწავლის საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უნივერსიტეტს ირჩევთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, უცხოელი სტუდენტებისათვის, სწავლის საფასური წელიწადში საშუალოდ 1000 ევროს შეადგენს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, აქ კიდევ უფრო დაბალია სწავლის საფასური და შეადგენს 600 ევროს წელიწადში.

თქვენ შეგიძლიათ ფასდაკლებაც მოითხოვოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებთ პოლონური ენის გამოცდას და აიღებთ ეგრეთწოდებულ „პოლონელის ბარათს“.

Scholarships-in-Poland-for-young-scientists-from-Black-Sea-countries

სტიპენდიები და გრანტები

თითქმის ყველა უნივერსიტეტი საკმაოდ კარგად  ფინანსდება და აქედან გამომდინარე სტიპენდიებიც  მაღალია. ხანდახან არჩევანის საშუალებაც კი გაქვთ რამოდენიმე სტიპენდიას შორის. როგორც წესი, სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურის 30% -დან 100%-მდე.

აკადემიური სტიპენდიების გარდა,  არის სოციალური სტიპენდიებიც, თუმცა  როგორც წესი ესეთი სტიპენდია არ ენიჭებათ უცხოელ სტუდენტებს.

 careers-cover

პრაქტიკა და სტაჟირება პოლონეთში

იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე დაამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი და გსურთ სტაჟირება გაიაროთ პოლონეთში, უნდა გაითვალისწინოთ რომ ისევე როგორც უნივერსიტეტებში, აქაც სტაჟირებას გადიხართ სემესტრულად და გრძელდება 1 ან 2 წელი. ამ ეტაპისთვის ყველაზე  ხელმისაწვდომი სტაჟირებები სწორედ ამ სფეროებშია:

  • ტურიზმი
  • ეკონომიკა
  • სარეკლამო მიმართულება
  • IT
  • სასტუმროს ბიზნესი
  • მედიცინა
  • იურისპრუდენცია

შესაძლებელია რომ სტაჟირება იყოს ფასიანი, ამიტომ წინასწარ დააზუსტეთ სტაჟირება ფასიანია, უფასო თუ ანაზღაურებადი.

polands_visa_requirements

 სავიზო რეჟიმი პოლონეთში

იმისათვის რომ ჩახვიდეთ პოლონეთში როგორც სტუდენტი, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ D- კატეგორიის ვიზა რომელიც გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე. ვიზის მოქმედების ამოწურვის შემდეგ, აუცილებელი იქნება თავიდან მიმართოთ საელჩოს.

ეს არის იმ საბუთების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარადგინოთ ვიზის მისაღებად პოლონეთის საელჩოში:

  • საზღვარგარეთის პასპორტი;
  • მოწვევა უნივერისტეტიდან, რომელსაც მნიშვნელოვანია თან ახლდეს ინფორმაცია, თუ როდის იწყება და მთავრდება სასწავლო პროცესი;
  • ასევე აუცილებელია გქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც მოქმედებს მთელი შენგენის ზონაზე;
  • გარდა ამ დოკუმენტებეისა, აუცილებელია წარადგინოთ ცნობა დაფინანსების შესახებ, ანუ ვინ გიფინანსებთ სწავლას და მგზავრობას.

 

წარმატებას გისურვებთ!
*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this