Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

ხუთი სტიპენდია და გრანტი ამერიკაში სწავლისათვის, რომელიც თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიპოვოთ No rating results yet


1.პიტერ თიელის სასტიპენდიო პროგრამა

პიტერ თიელის სასტიპენდიო პროგრამა ეხმარება ახალგაზრდა და კრეატიულ მეწარმეებს, განახორციელონ მათი იდეები. ამ პროგრამისთვის ყოველ წელს არჩევენ დაახლოებით 20-30 მონაწილეს.

რას გვთავაზობენ: ფულად გრანტს $100 000 ოდენობით. ხელშეწყობას სან-ფრანცისკოში გადასვლისას. ინვესტორების მოძიებასა და პროექტის განვითარებაში დახმარებას, 2 წლის მანძილზე.

ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება: მეცნიერებს, სტარტაპის დამფუძნებლებს და ახალგაზრდა მეწარმეებს.

განაცხადის მიღების თარიღი: მთელი წელი.

მოთხოვნები: ახალგაზრდები 23 წლამდე, რომლებმაც კარგად იციან ინგლისური და აქვთ ინოვაციური იდეები. სტიპენდიის მიღებისთვის აუცილებელია არ სწავლობდეთ, ან თავი დაანებოთ სწავლას, იმისათვის რომ, მთელი დრო დაუთმოთ თქვენს პროექტს.

როგორ მივიღოთ სტიპენდია: შეავსეთ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადი, ასევე სასურველია ატვირთოთ მოკლე წერილი, პროექტის აღწერით და მოტივაციით, თუ რატომ უნდა მიიღოთ კონკრეტულად თქვენ  ეს სტიპენდია.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ოფიციალური ვებ გვერდი

                                                                        The Thiel Fellowship

screen-shot-2014-10-10-at-3-22-47-pm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.ფულბრაითის სპეციალური პროგრამა

ფულბრაითის სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად და გაიცემა 8000 ამდე გრანტი ამერიკაში სასწავლებლად, მსოფლიოს 160 ქვეყნისთვის.

რას გვთავაზობენ: დაფინანსებას მაგისტრატურაზე სწავლისათვის ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში, ერთი ან ორი წლის მანძილზე. დაფინანსება მოიცავს (სწავლის ღირებულებას + სტიპენდიას +ბილეთს + სამედიცინო დაზღვევას).

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ასევე ასპირანტებს.

მოთხოვნები: უნდა იყოთ იმ ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფულბრაითის სისტემაშია ჩართული, უნდა იცოდეთ ინგლისური ენა და გქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი სტიპენდიის მინიჭებისას.

როგორ მივიღოთ სტიპენდია: ფულბრაითის პროგრამა მუშაობს 160 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც და თითოეული მათგანისთვის განსაზღვრულია კონკურის ჩატარების ინდივიდუალური წესები.

თქვენი ქვეყნის მოძიება შეგიძლიათ აქ:  https://goo.gl/DctM5y

მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილები, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ასევე პორტფოლიო იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით სწავლას.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ოფიციალური ვებ გვერდი:

                                                                   The Fulbright Program

 

19542910319_1f97bab170_o

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.გრანტი  Light Work-ისაგან

გრანტი Light work -ისაგან ფოტოხელოვანთათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ყოველდღიურად, ორგანიზაცია Light Work-ი 12-დან 15-ამდე იღბლიან ადამიანს არჩევს Artist-in-Residence პროგრამაში  მონაწილეობის მისაღებად.
რას გვთავაზობენ: ფულადი გრანტი $5000 ოდენობით. ბინა ერთი თვით (სირაკუზა, ნიუ იორკი)პირად სტუდიას და ფოტო ლაბორატორიას სამუშაოსთვის.
ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება: ფოტოგრაფებს და ფოტო კორესპონდენტებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 1 ივლისი.
 მოთხოვნები: უნდა იყოთ ფოტოგრაფი, ან მუშაობდეთ ფოტო კორესპონდენტად.
სტიპენდიის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
 როგორ მივიღოთ სტიპენდია: მონაწილემ უნდა შეავსოს, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული, ელექტრონული განაცხადი და გაგზავნოს ელ-ფოსტით. იმისათვის რომ განიხილონ თქვენი განაცხადი უნდა გადაიხადოთ 10 $. განაცხადში მოკლედ უნდა დაახასიათოთ საკუთარი თავი და აღწეროთ თქვენი საქმიანობა და ასევე უნდა გაგზავნოთ თქვენს მიერ გადაღებული ათი, ან ოცი ფოტოსურათი. სასურველია სარეკომენდაციო წერილის და პუბლიკაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანდართვაც.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ოფიციალური ვებ გვერდი:

                                                                                           Light Work

 

 

istock_000004341696_photographer

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.ჯოან შორსტეინის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის

ჯოან შორსტეინის სტიპენდია განკუთვნილია ამერიკაში კვლევებისთვის, მედიისა და სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში, რომლითაც ყოველწლიურად რვა სტიპენდიანტი ფინანსდება.

რას გვთავაზობენ: სტიპენდიას სემესტრში 30 000$ ოდენობით  სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე, Kennedy School of Government-ში (გადახდა მოხდება ნაწილ-ნაწილ). ბილეთი და საცხოვრებელი არ ფინანსდება.

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება: ჟუნალისტებს, მეცნიერებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც სწავლობენ მედიის გავლენას სახელმწიფო პოლიტიკაზე.

მოთხოვნები: თავისუფლად უნდა შეგეძლოთ ინგლისურად საუბარი და წერა-კითხვა. უნდა იყოთ ჟუნალისტი, მეცნიერი, ან  პოლიტიკური მოღვაწე.

არ უნდა გქონდეთ მიღებული სტიპენდია წინა ორი წლის მანძილზე და გქონდეთ საშუალება იმყოფებოდეთ ამერიკის ტერიტორიაზე, პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში.

როგორ მივიღოთ სტიპენდია: მონაწილემ უნდა შეავსოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადი, თანდაურთოს რეზიუმე, სარეკომენდაციო წერილი და თემა მედიის და სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში კვლევასთან დაკავშირებით.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ოფიციალური ვებ გვერდი:

                                                                 Joan Shorenstein Fellowship

8812302109_bc1c9f65b6_b

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.Institute of Humane Studies სტიპენდია

ყოველწლიურად, ჯორჯ მეისონის სახელობის Institute of Humane Studies, გვთავაზობს 50 სტიპენდიას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტს. ასევე, გასცემს გრანტებს სწავლისა და კვლევისთვის ამერიკაში.

რას გვთავაზობენ: სტიპენდიას 1500$ ოდენობით, დოქტორის ხარისხის მისაღებად, ამერიკაში მოქმედ კოლეჯსა ან უნივერსიტეტში. მოწვევებს სემინარებზე და კონფერენციებზე.

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება: ბაკალავრებს და მაგისტრებს ასევე ასპირანტებს, რომლებიც ატარებენ კვლევებს ინდვიდუალური და ეკონომიკური თავისუფლების სფეროში.

მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა. უნდა სწავლობდეთ უნივერსიტეტში. უნდა მოითხოვოთ დოქტორის ხარისხი მომავალ სასწავლო წელს.

როგორ მივიღოთ სტპიენდია: მონაწილემ უნდა შეავსოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ელექტრონული განაცხადი. თანდაურთოს რეზიუმე, სამუშაო გამოცდილება და სწავლის დამადასტურებელი საბუთები არსებული, ან წინა სასწავლო დაწესებულებიდან.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ოფიციალური ვებ გვერდი:

                                                                 Institute of Humane Studies

Tall-Institute-for-Humane-Studies-Graduate-Students

 

 

 

წარმატებას გისურვებთ!
*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this