Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

10 რჩევა ამერიკაში სწავლის მსურველთათვის 0/5 (1)
0/51


Large Group of People Holding American Flag Board

10 რჩევა ამერიკაში სწავლის მსურველთათვის 

როცა ამერიკაში იწყებთ სწავლას გაითვალისწინეთ, რომ სულ მცირე „კულტურული შოკი“ მაინც გარდაუვალია, იმის მიუხედავად თუ რომელი ქვეყნიდან ხართ.

1: ისწავლეთ ძირითადი ამერიკული ფრაზები და „სლენგი“

„სლენგ“-ის სწავლა მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, კოლეჯის სტუდენტები ამერიკაში  არ ლაპარაკობენ იმ ფორმალური ინგლისურით, როგორსაც წიგნებში სწავლობთ. ამიტომ ეცადეთ მოძებნოთ და ისწავლოთ ის ფრაზები და ტერმინები, რომელსაც ამერიკელი ახალგაზრდები იყენებენ. თუ გაიგონებთ ფრაზას, რომელსაც ვერ გაიგებთ, ნუ მოგერიდებათ იკითხოთ თუ რას ნიშნავს, რადგან ასე უფრო გაგიადვილდებათ ადამიანებთან დაახლოება და მეგობრების შეძენა.

2: კოლეჯი = უნივერსიტეტს, ან „უნის“

რაც მსოფლიოში ცნობილია როგორც „უნი“ ან უნივერსიტეტი, ამერიკელები ამას კოლეჯს ეძახიან. ამის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში რომ არ დაიბნეთ და იცოდეთ თუ რა ტიპის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობთ.

3: იყავი აქტიური!

კლასგარეშე აქტივობები წარმოადგენს ამერიკული განათლების უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით უნივერსიტეტებში. ამერიკული უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ მრავალფეროვან აქტივობებს. ჩაერთეთ სპორტში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში ან ისეთ აქტივობაში რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს სპეციალობასთან და ეს დაგეხმარებათ შეიძინოთ ბევრი მეგობარი და ადვილად გაიაროთ ადაპტაცია ახალ, ამერიკულ გარემოში.

4: შეიძინეთ მეგობრები კლასში

ამერიკაში გუნდური პროექტები შეადგენს სწავლის დიდ ნაწილს. პროფესორები მოუწოდებენ, ან ხშირად მოითხოვენ კიდეც სტუდენტებისგან გუნდურ მუშაობას. რაც მეტ ადამიანს გაიცნობთ და დაუმეგობრდებით, მით უფრო უკეთესი შედეგები გექნებათ უნივერსიტეტში.

5: იარეთ ლექციებზე რეგულარულად

ამერიკაში ბევრი პროფესორი აფასებს სტუდენტის კლასში ჩართულობას, აძლევს დავალებებს ყოველ კვირეულად, აწერინებს ქვიზებს და ტესტებს სტუდენტებს, იმისათვის რომ ყველა მაქსიმალურად იყოს ჩართული მასალის შესწავლაში.

6: ამერიკული რესტორნები და ბარები

მაშინ როცა მთელს მსოფლიოში ეს არ არის აღიარებული პრაქტიკა, ამერიკულ რესტორნებში და ბარებში ძალიან ცუდ ტონად ითვლება თუ არ დატოვებთ დამატებით თანხას მოწონების და კმაყოფილების ნიშნად. ეს თანხა დაახლოებით უნდა შეადგენდეს ხარჯის 15-20%-ს, რაც აღიქმება როგორც თქვენი ჯილდო გაწეული მომსახურებისთვის. ეს აღიარებული პრაქტიკაა იმიტომაც, რომ ამერიკული რესტორნები არ ამატებენ მომსახურების ფასს მენიუში და მიმტანების ძირითადი ხელფასიც სწორედ თქვენს მიერ დატოვებული ჯილდოდან გამომუშავდება.

 7: გაეცანით ინფორმაციას სპორტის შესახებ

კოლეჯის სტუდენტებს ამერიკაში, როგორც ყველგან, უყვართ ლაპარაკი გართობასა და სპორტზე. გამოიყენეთ თქვენი თავისუფალი დროის ნაწილი იმისათვის, რომ გაეცნოთ სიახლეებს, უყუროთ პოპულარულ ამერიკულ სატელევიზიო პროგრამებს, შოუებს და გქონდეთ წარმოდგენა პოპულარული ამერიკული სპორტის შესახებ, როგორიცაა ფეხბურთი, ბეიზბოლი, კალათბურთი და ჰოკეი. ეს არამარტო დაგეხმარებათ გქონდეთ საინტერესო საუბარები ამერიკელ სტუდენტებთან, არამედ ამის საშუალებით თქვენ გაეცნობით ამერიკულ კულტურას.

 8: ამერიკაში მოგზაურობის დროს გაითვალისწინეთ დიდი ბიუჯეტი

საზღვარგარეთ სწავლის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს მოგზაურობა ახალი ქვეყნის ფარგლებში, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ამერიკაში მოგზაურობა ძვირი დაგიჯდებათ. ამერიკაში არ არის ისეთი იაფი ავიახაზები როგორიცაა მაგალითად Ryan Air ევროპაში, ასე რომ გაითვალისწინეთ სულ მცირე 300$, ან მოძებნეთ ალტერნატიული ტრანსპორტის საშუალებები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობუსი, ან იქირაოთ ავტომანქანა, თუმცა მგზავრობა შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი გამოგივიდეთ, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შორს იქნება თქვენი დანიშნულების ადგილი.

9: დაუმეგობრდით როგორც სხვა საერთაშორისო სტუდენტებს, ასევე ამერიკელ სტუდენტებს

ზოგჯერ რთულია დაუმეგობრდეთ ამერიკელ სტუდენტებს ამერიკულ უნივერსიტეტებში, რადგან საერთაშორისო სტუდენტები ერთად ხვდებიან სტუდენტურ საცხოვრებლებში, თუ ლექციებზე. ამიტომ შეიძლება  ცოტა ძალისხმევა დაგჭირდეთ, რომ გადალახოთ ეს პატარა ბარიერები და დაუმეგობრდეთ ადგილობრივ სტუდენტებს. თუ გსურთ მიიღოთ ნამდვილი ამერიკული გამოცდილება, ამერიკელ სტუდენტებთან მეგობრობა ამაში ძალიან დაგეხმარებათ.

10: ნუ შეგეშინდება

ეს რჩევა ეხება ყველას ვინც სწავლობს, თუ აპირებს სწავლას საზღვარგარეთ: არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ხარ ან საიდან წარმოშობით, ჩვენ ყველას გვაქვს მსგავსი ღირებულებები და ინტერესები, ასე რომ ნუ შეგეშინდება, გაითვალისწინე ეს რჩევები და მოემზადე შენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებისთვის!

სტატიის წყარო: www.thecollegetourist.com

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this