Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

3 სიურპრიზი, რომელსაც აშშ-ს განათლების სისტემა სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს. No rating results yet


აშშ

ოთხი ფულბრაიტ მეცნიერი ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს..

საერთაშორისო სტუდენტები მზად უნდა იყვნენ ამერიკული კლასის ატმოსფეროსა და სხვა სიურპრიზების შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში ან საშუალო სკოლებში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს ხვდებათ სრულიად განსხვავებული კულტურა, რაც ყველაზე მომზადებული სტუდენტებისათვისაც კი შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს, დაწყებული აუდიტორიასა და კლასში ქცევის ეტიკეტიდან,  კამპუსში ცხოვრების წესით დამთავრებული. აშშ სკოლების სწავლების წესი სხვა ქვეყნებისაგან აბსოლიტურად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუდენებს.

გასულ თვეში ფულბრაიტის მეცნიერთა შეხვედრაზე, აშშ-ს ახალმა ამბებმა (U.S. News) გაავრცელა ოთხ პირველ კურსელ საერთაშორისო სტუდენტთან ჩაწერილი საუბარი შეერთებული შტატების მაშტაბით. მათი თქმით, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან  ფულბრაიტის პროგრამით მიღებული გამოცდილებით, რომელიც ახორციელებს სტუდენტების მობილობას სხვადასხვა სასწავლებლებში მთელს მსოფლიოში, ამასთან ერთად თითოეულს ჰქონდა რამდენიმე რჩევა იმ საერთაშორისო სტუდენტებისათვის რომლებიც აპირებენ ჩამოსვლას სასწავლებლად ამერიკის შეერთებული შტატებში ფულბრაიტის სტიპენდიის საშუალებით  ან საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად.

სამი რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა ელოდნენ სხვა საერთაშორისო სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში:

1. საკლასო სამუშაოების განსხვავებული შესრულება: აშშ-ს განათლების სისტემაში, კერძოდ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე, უფრო მეტი დრო ეთმობა პრაქტიკულ და ინტერაქტიულ მუშაობას, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რაც მოულოდნელი შეიძლება იყოს ახალი სტუდენტებისათვის რომლებიც არ არიან წინასწარ მომზადებული ასეთი მეთოდის მიმართ.

“აუცილებელია წინასწარ იცოდეთ თუ რას ნიშნავს სტუდენტობა აშშ-ში, ” გვიხსნის დია ვიარდიჰნი- კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ინდონეზიელი სტუდენტი,  “აქ თქვენგან ელიან უფრო მეტ დამოუკიდებელობას  და  გაბედულობას ცოდნის შესაძენად.მაგალითად, სტუდენტმა ამერიკის შეერთებული შტატებში შეიძლება დაამუშაოს ნაკლები მასალა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო სიღრმისეულად მიუდგეს დეტალებს, ვიდრე ამას ვაკეთებთ ინდონეზიაში.

კლასში სტუდენტებისაგან მეტ ჩართულობას და საუბარს ელოდებიან, ვიდრე ეს ხდება საკუთარ ქვეყანაში. კლასში დადგმული წარმოდგენები, დისკუსიები და გაკვეთილების შემდეგ პროფესორ-მასწვლებლებთან ერთად საქანელებზე გართობა მოულოდნელი სიურპრიზი იყო ანა ბერგისათვის(სტუდენტი დანიიდან), რომელიც ასევე სწავლობს UC-Berkeley-ში.”ლექტორებთან ურთიერთობა უნივერსიტეტში სრულიად ხელმისაწვდომია და თქვენ შეგიძლიათ ადვილად ესაუბროთ მათ,” აღნიშნავს ის.მაგრამ  ღია კომუნიკაცია პროფესორთან კლასში ასევე სავალდებულოა. ის მოითხოვს თქვენს ჩართვას ღია დისკუსიებში და არა მარტო ლექციის უსიტყვო მოსმენას. ინტერაქტიული გაკვეთილის წარმატებით წარმართვისათვის სტუდენტს მოეთხოვება ჩაერთოს ინტერაქტიურ სამუშაოებში, რათა გამოიმუშაოს შეჯიბრებითობის უნარი. “აშშ-ს უნივერსიტეტებში თქვენ უნდა იყოთ კონკურენტუნარიანი ღია დისკუსიებში მონაწილეობის დროს, რათა არ დაითრგუნოთ.”

2. ქალაქების განსხვავებული გარემო: „ნიუ იორკის მოგუგუნე ქუჩებისა და ფართო, გაშლილი კანზასის დაბლობების მნახველს გაუჭირდება ერთი ხელის მოსმით განსაზღვროს შეერთებული შტატების ქალაქების თავისებურება. ეს შეიძლება მოულოდნელი აღმოჩნდეს ნებისმიერი საერთაშორისო სტუდენტისათვის, რომლისთვისაც ესა თუ ის ქალაქი მალე მისი მეორე სახლი უნდა გახდეს“-ამბობს ანტონ პადინ დებენი-სტუდენტი ესპანეთიდან.

ზოგიერთი სტუდენტი ჩამოდის სასწავლებლად აქ აშშ-ში მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებიდან და მოულოდნელად ხვდებიან ამერიკის ქალაქების გარეუბნებში “ამბობს ის”. თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა მოხვდეთ ძალიან კარგ სკოლაში, რომელიც ჭეშმარიტად კარგი სკოლაა, მაგრამ გარემოს გამო მაინც დიდი შოკია მათთვის.”მას შემდეგ, რაც აქ საინჟინრო განხრით სასწავლებლად ჩამოვიდა, დებენი  სწავლობდა ერთდროულად  Texas A & M უნივერსიტეტსა და მეშახტეთა College Station-ში კოლორადოს შტატში, ორ უნივერსიტეტში ერთდროულად, გეოგრაფიულად და კლიმატურად განსხვავებულ ადგილებში.მიუხედავად იმისა, რომ დებენი სიყვარულით საუბრობს Texas A & M-ის უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდზე, მაინც, ის რომ კოლეჯი შორს იყო, თავისთავად დისკომფორტს უქმნიდა.თუმცა მოგვიანებით, როდესაც მანქანიანი მეგობრები შეიძინა ეს პრობლემაც მოეხსნა. ამასთან ის ურჩევს სხვა სტუდენტებს წინასწარ ყველაფერი კარგად შეისწავლონ იმ სასწავლებლის შესახებ, სადაც აპირებენ სწავლის გაგრძელებას.

ქალაქის პირობების შესწავლის დროს გარკვეული წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმ თანხაზე, რაც სავარაუდოდ დაგჭირდებათ ყოველთვიურად. მაგალითად ინდონეზიელ სტუდენტს-ვიჰარდინს ბინა და საკვები ქალაქ ბერკლისთან ახლოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე იმ სტუდენტებს, რომლებიც ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობენ, ამბობს ის.

3. კულტურული ბარიერები: მარია ხოსე ალდანა გაიზარდა გვატემალაში. მან შეისწავლა სხვადასხვა კულტურების  ისტორია თვითონ და შემდეგ სხვადასხვა სასწავლებლებშიც და მათ შორის აშშ-შიც. ის გაოცებული იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბევრ მის აშშ თანაკლასელს დენვერის უნივერსიტეტში არ ჰქონდათ მისნაირი ცოდნა ამ სფეროში.

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this