Edu-Guide.Ge - შენი განათლების გზამკვლევი ! - Edu-Guide.Ge - შენი განათლების გზამკვლევი ! -
> მთავარი > ჩვენ შესახებ

შპს „ Edu Guide“  არის განათლების საკონსულტაციო კომპანია რომელიც დაარსდა 2007 წელს თბილისში, საქართველოში. მისი ძირითადი ვებ-გვერდი Edu-Guide.ge  2008 წელს გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, რომელიც ძირითადად აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული სწავლის შესაძლებლობების შესახებ. ეს იყო პირველი საგანმანათლებლო პორტალი საქართველოში და მიჩნეულია როგორც ყველაზე დიდი და  საუკეთესო საგანმანათლებლო პორტალი ქვეყანაში.

Edu-Guide.ge არის ონლაინ კატალოგი რომელიც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს იპოვონ რაც შეიძლება მეტი პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობები ვებ-გვერდი განკუთვნილია მათთვის ვინც მუდმივად ცდილობს გაიუმჯობესოს ცოდნა და განივითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები.

ვებ-გვერდზე მოცემულია მრავალფეროვანი ინფორმაცია, აქ შეგიძლიათ იპოვოთ სტიპენდიები, სტაჟირებები, პროფესიული სწავლება, აკადემიური პროგრამები ( საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა), ინდივიდუალური კურსები, კონფერენციები, ტრეინინგები, და კონკურსები.

Edu-Guide.ge არის ერთ-ერთი დახვეწილი საგანმანათლებლო პორტალი საქართველოში რომელიც მოიძიებს და აწვდის  ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს და სხადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების, ინსტიტუტების, კოლეჯების, კერძო სკოლების, ფონდების და სხვა საგანმანათლებლო ცენტრების შესახებ.

აქ თქვენ ასევე იპოვით ინფორმაციას უცხო ენების მოსამზადებელი კურსების შესახებ, ასევე საერთაშორისო სერთიფიკატების TOEFL, IELTS, GMAT, GRE, TORFL და ა.შ.  მოსამზადებელ  და სხვა მსგავს სასწავლო კურსებს.

ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში იმისათვის რომ სტუდენტებს მიეწოდოს უახლესი და ყველაზე ზუსტი ინფორმაცია. უამრავი სტუდენტი იყენებს Edu-Guide.ge -ს რომ მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოსა და საზღვარგარეთ არსებული სასწავლო შესაძლებლობების შესახებ.

ჩვენ ასევე ვეხმარებით სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო საბუთების მომზადებაში, ვუწევთ კონსულტაციებს მთელი პროცესის განმავლობაში.

ასევე ყოველწლიურად ვუწევთ ორგანიზებას 5-6 საზღვარგარეთის უნივერსიტეტის ინფო-სესიას თბილისში. სადაც უნივერსიტეტების წამომადგენლები პირადად აწვდიან ინფორმაციას მათი პროგრამების შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

კომპანია „ Edu-Guide“-მა 2009 წელს  შექმნა და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს მეორე ვებ-გვერდი რომელიც განკუთვნილია მშობლებისათვის, რათა დავეხმაროთ მათ მათი პატარების განვითარებასა და განათლებაში, ასევე მათს გართობაში. ეს ვებ-გვერდი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.edu-child.ge

ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ვიყოთ სტუდენტების გზამკვლევი მათი სწავლის პროცესში. გვსურს დავეხმაროთ მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სასწავლო ცენტრის არჩევის დროს რათა გაიღრმავონ ცოდნა და პროფესიულად განვითარდნენ, გვსურს რომ დავეხმაროთ მათ მათი სასწავლო  მიზნების და ოცნებების ახდენაში.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდებს:  www.edu-guide.ge და www.eduguide.ge ან მოგვწეროთ დამატებითი შეკითხვები ელ-ფოსტაზე: info@edu-guide.ge

ჩვენი მომსახურებებისა და ფასების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ლინკს: http://eduguide.ge/publish/ ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე:  info@edu-guide.ge

გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

კეთილი სურვილებით,

შპს „ Edu-Guide“  -ის გუნდი.