Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები
  • კომპიუტერული არქიტექტურის კურსი
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია
    თბილისი, რუსთაველის გამზ. № 36, სართული 3; გორი, გარსევანიშვილის N3
    (995) 555 87 08 80 (995) 593 55 50 25
    www.ctaedu.ge ctaedu.ge@gmail.com
    FaceBook Link რუკაზე ნახვა



20/10/2017 - 20/11/2017


  პროგრამის აღწერა


სასწავლო კურსის მიზანი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება)

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულს ეცოდინება:

  • კომპიუტერების კლასიფიკაცია;
  • პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები;
  • აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა;
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები;
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები.

2. კურსდამთავრებული შეძლებს:

  • წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
  • კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
  • კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შეცვლა-განახლებას;
  • დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
  • ქსელის ინსტალაციას და გატესტვას;

თემის დასახელება და შინაარსი

  • ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა
  • სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (PSU), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება
  • ცენტრალური პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა.
  • მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები, ოპერატიული მეხსიერების ტიპები, მეხსიერების მოდულები, ქეშმეხსიერება, მეხსიერების შეცდომები
  • მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა.
  • დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები, ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა;
  • ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები.
  • ქსელის ადაპტერის, აუდიოადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა,
  • გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება.
  • პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული  განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა.
  • კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა.
  • BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია.
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (Printer, Scaner, Projector,…) დაყენება და პარამეტრების მომართვა.
  • კომპიუტერის ქსელში ჩართვა. ქსელის კონტროლერი. ქსელის პარამეტრები.
  • ტესტირება

ფასი: 300 ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მობილური: (995) 593 555 025; (995) 555 870 880
ვებ-გვერდი: www.ctaedu.ge
facebook: Computer Technologies Academy
ელ-ფოსტა: ctaedu.ge@gmail.com
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. № 36, მე-3 სართული; გორი, გარსევანიშვილის N3