Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


19/11/2019 - 15/12/2019


  პროგრამის აღწერა


ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + პროგრამის სტიპენდიების  მოსაპოვებლად სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ( ესპანეთი )

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი :

   დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

  შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი)

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 15 დეკემბრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით:

http://www.usc.es/ka107/admin/

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)

  CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)

  სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ  ბმულზე)

  დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

1 კვირა (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:

160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება

დამატებითი ინფორმაცია: 

–  დაწვრილებითი ინფორმაციისა და საპლიკაციის სისტემის  ინსტრუქციისთვის  იხილეთ   ბმული1,     ბმული 2

–  შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;

–  დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;

–  დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. 

   








Самым популярным видом кредитования физических лиц в России являетсязаймы, который возможно получить без справок и поручителей в течение одних суток.