Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები
  • კონკურსი 2018/2019 სასწავლო წლისათვის
  • საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG
    თბილისი, ჭოველიძის ქუჩა N10.
    2 25 26 15
    www.cie.ge cie@osgf.ge
    FaceBook Link რუკაზე ნახვა


20/11/2017 - 31/12/2017


  პროგრამის აღწერა


Untitledსაერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში  AUBG     

აცხადებენ კონკურს 2018/2019 სასწავლო წლისათვის 

შემდეგ საბაკალავრო  პროგრამებზე:

ბიზნეს ადმინისტრაცია * ეკონომიკა * კომპიუტერული მეცნიერებები
ევროპათმცოდნეობა  * ისტორია და ცივილიზაციები * ინფორმაციული სისტემები
ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაცია * პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები  * მათემატიკა  * ლიტერატურა და  * პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანიააპლიკანტები კონკურსის ფარგლებში აბარებენ ინგლისური ენის ტესტს  PBT TOEFL- და გაივლიან ინტერვიუს სკაიპით. მათ, ვისაც ჩაბარებული აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტი( iBT TOEFL, IELTS, CPE, CAE და სხვა) და აქვთ გამსვლელი ქულა, შიდა საკონკურსო ტესტის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორც სქოლარშიფების (merit based and need based scholarships), ასევე უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების (institutional financial aid) და საბანკო სესხის სახით.

AUBG –ის ფინანსური დახმარების და სტიპენდიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ გევრდზე www.aubg.edu/finance-your-education

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ასევე პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

 ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე:   http://www.aubg.bg/how-to-apply-first-year

საშემოდგომო სემესტრი

ვისაც სურთ სწავლის 2018 წლის შემოდგომაზე დაწყება და კონკურსის ფარგლებში უფასო PBT TOEFL-ის ტესტის ჩაბარება, უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა უნდა გაგზავნონ და ტესტზე დარეგისტრირდნენ  2018 წლის 3 იანვრამდე.

საშემოდგომო სემესტრისათვის ვისაც სურს უნივერსიტეტიდან საუკეთესო ფინანსური ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების მიღება, საგანაცხადო ფორმის და მოთხოვ-ნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მარტი.   

განაცხადის გაგზავნის სტანდარტულ ვადაა  2018 წლის 1 ივნისი. 

საგაზაფხულო სემესტრზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ  შემდეგ მისამართზე: 

თბილისი-  საერთაშორისო განათლების ცენტრი, ჭოველიძის ქუჩა 10 (ბელინსკის ); ტელ: 2 25 26 15; e-mail: cie@osgf.ge     

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს  16:00 საათზე                                                       

ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551
თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპ.,
I სართული; ტელ.: 551710071

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ცენტრის ვებ გევრდი www.cie.ge   და გვერდი Facebook-ზე:  Center for International Education – Tbilisi