Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები
  • კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის სტიპენდიები
  • კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა
    https://bit.ly/2ZeXVqy
    FaceBook Link რუკაზე ნახვა


19/08/2019 - 31/10/2019


  პროგრამის აღწერა


წარმოგიდგენთ ინფორმაციას კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის (KDI School of Public Policy and Management) მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის მიერ შემოთავაზებული პროგრამებია:

• საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)

• განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)

• საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)

2020 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის (სასწავლო პროცესი იწყება 2020 წლის თებერვალში), განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის (სასწავლო პროცესი იწყება 2020 წლის სექტემბერში) 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში.

დაინტერესებულ კანდიდატურებს, შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდიები სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთა ჩამონათვალიც მითითებულია დანართში.