Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები
  • კურსი ინფორმაციულ უსაფრთხოებაში
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია
    თბილისი, რუსთაველის გამზ. № 36, სართული 3; გორი, გარსევანიშვილის N3
    (995) 555 87 08 80; (995) 593 55 50 25
    www.ctaedu.ge ctaedu.ge@gmail.com
    FaceBook Link რუკაზე ნახვა


02/11/2017 - 02/12/2017


  პროგრამის აღწერა


სასწავლო კურსის მიზანი:

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, კრიპტოგრაფიის საფუძვლებს,  უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

სწავლის შედეგი

  • კურსის სწავლების შედეგად მსმენელი მიიღებს ცოდ­ნას ინფორმაციული პროცესების (ინფორმაციის შეტანა, გამოტანა, გადაცემა, დამუშავება, დაგროვება, შენახვა)  რეალიზაციისას ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და საშუალებებზე;
  • ეცოდინება ინფორმაციული უსაფრთხოების ორგა­ნიზა­ცი­ული უზრუნველყოფის ძირითადი ელემენ­ტები;
  • შეეძლება გამოიყენოს ინფორმაციის დაცვის საშუალე­ბები და მეთოდები, არასანქცირებული წვდომისაგან დასაცავად;
  • ეცოდინება პროგრამული და მეთოდური დაცვის საშუალებები.

თემის დასახელება და შინაარსი

  1. უსაფრთხოება ვირტუალურ მანქანებში, VMware Workstation-ის მაგალითზე;
  2. ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაცია და მათი უფლებების განსაზღვრა;
  3. საქაღალდეების, მოწყობილობების და პრინტერის გაყოფა ქსელში, ფაილებზე, საქაღალდეებზე და სხვა რესურსებზე წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
  4. MS Office ფაილების უსაფრთხოება და წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
  5. ინფორმაციის დაცვა შიფრაციის დახმარებით: ფაილების და საქაღალდეების დაშიფვრა, ლოგიკური დანაყოფების და ფლეშის შიფრაცია BitLocker პროგრამით;
  6. მონაცემთა დაშიფრვა სიმეტრიული და ასიმეტრიული მეთოდის გამოყენებით: კრიპტოგრაფიული პროგრამის PGP-ის განხილვა;
  7. სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
  8. ფაილებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, დაშიფრული ელექტრონული წერილების გაგზავნა;
  9. გავრცელებული ვირუსების და მათგან თავდაცვის გზების განხილვა. ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია;
  10. პერსონალური ფაიერვოლის კონფიგურირება;
  11. ვირტუალური დაცული ქსელების (VPN) ტექნოლოგიის განხილვა;
  12. მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;
  13. ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა და მისი აღდგენა;
  14. სხვა დამაზიანებელ პროგრამებთან საბრძოლველად სხვადასხვა უტილიტების გამოყენება;
  15. უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები; აუდიტი;
  16. ტესტირება.