Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები



01/11/2017 - 01/12/2017


  პროგრამის აღწერა


“ბი დი სი აკადემია” გთავაზობთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსს.

ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტურისტული მენეჯმენტით, სტუდენტებსა და საკუთარი ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს, გთავაზობთ მარკეტინგის მენეჯმენტის შემსწავლელ ტრეინინგ კურსებს.

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ, ტურიზმი, როგორც ერთიანი ინდუსტრია, ტურისტული ფირმის ფუნქციონირება, ტურისტული სერვისის, ტურპროდუქტების: (ექსკურსიების, ტურების, ლაშქრობების) სახეები მათი რეკლამირება და გაყიდვა, სასტუმრო და განთავსების ინდუსტრიის სახეები და მათი ფუნქციონირება, მომხმარებელი და კონკურენტული დონე საერთაშორისო და ქართულ ტურისტულ ბაზარზე, იურიდიული და ფინანსური საკითხები ტურისტულ ბიზნესში.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან სტაჟირებას ტურისტულ კომპანიებსა და სასტუმროებში.

გთავაზობთ მარკეტინგის მენეჯმენტის შემსწავლელ ტრეინინგ კურსებს. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მარკეტინგის არსი;
  • მარკეტინგული გარემოს ანალიზი;
  • ბაზრის სეგმენტაცია და პოზიციონირება;
  • კონკურენცია, ანალიზი (სმიტის ხელი)
  • მარკეტინგის 4პ. ძირითადი საფუძვლები;
  • არაპირდაპირი მარკეტინგი;
  • პერსონალური გაყიდვები;
  • ბეისოვის კუბიკი;
  • სტრატეგიული მარკეტინგი;
  • კრიზისის მარკეტინგი– კრიზისის მარკეტინგის 13 კანონი;
  • სტრატეგიული ჩავარდნის აცილება;
  • ლოგოს პერსონიფიკაცია;
  • ოჯახის სასიცოცხლო ციკლები;
  • ლიდერი და მისი სუსტი წერტილი;
  • ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება (9 წესი) ;
  • მარკეტინგული ომები;
  • მარკეტინგული კვლევა;
  • განვითარების მარკეტინგული გეგმა.

კურსის გავლის შემდეგ გაქვთ შანსი გაიაროთ პრაქტიკა სხვადასხვა მარკეტინგულ ორგანიზაციებში დასაქმების პერსპექტივით.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

კურსის ღირებულება: 280 ლარი.