Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები



09/11/2017 - 09/12/2017


  პროგრამის აღწერა


,,ბრიტანული სახლი„ გთავაზობთ ოფის მენეჯმენტის შემსწავლელ ტრეინინგ კურსებს. პროგრამა გათვლილია იმ პირებზე , რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ ორგანიზაციებში, ოფისის თუ ადმინისტრაციულ მენეჯერებად.ასევე დასაქმებულ მენეჯერებზე , რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, ბიზნეს კომუნიკაციების დასახვეწად,ადამიანური რესურსების ეფექტურ სამართვად, ადმინისტრირების თანამედროვე ტექნიკის გასაცნობად.

დამატებით გაივლიან უცხო ენის შემსწავლელ კურსებს, რომელიც მოიცავს თემატურ ტერმინოლოგიას,აუცილებელ ფრაზებსა და გამოთქმებს, ასევე შეისწავლიან კონკრეტულ საოფისე ინფორმაციას უცხო ენაზე.

პროგრამა მოიცავს:

  • ოფის მენეჯმენტის მიზანი და არსი; ორგანიზაციული მენეჯმენტი.
  • საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზაციის მართვა,
  • ოფის მენეჯერის უნარ–ჩვევები; საქმიანი ქაღალდების შედგენა გაფორმება,
  • დოკუმენტთა რეგისტრაციის გავრცელებული ფორმები,პრო–ფორმა, ინვოისი.
  • მედია და ინტერნეტ განცხადებების მომზადება;
  • საქმიანი შეხვედრები ორგანიზაციებთან; ურთიერთობა, მოლაპარაკების მენეჯმენტი;
  •  საბუთების წარმოება, ფინანსური მენეჯმენტი,დროის მენეჯმენტი,
  • იფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯმენტის საფუძვლები;
  • დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა, თანამედროვე საქმის წარმოება, ეტიკეტი.
  • საქმიანი ქაღალდების შედგენა და გაფორმება; დელეგაციის მიღება;
  • პრაქტიკული გაკვეთილები, დავალების აღწერა და ანალიზი,

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი დამოუკიდებლად შესძლებს მუშაობას ნებისმიერ კომპანიაში მენეჯერის თანამდებობაზე.

 გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი