Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


23/10/2017 - 23/11/2017


  პროგრამის აღწერა


,,ბრიტანული სახლი” გთავაზობთ პროფესიონალურ კურსებს რუსულ ენაში ბიზნესის მიმართულებით.
ბიზნეს რუსული: ტერმინოლოგია, საქმიანი ურთიერთობის წარმოება,ბიზნეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწა.

ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას უახლესი ლიტერატურისა და მეთოდების გამოყენებით დაეუფლოდ და აიმაღლოდ თქვენი დონე.
შეისწავლება:
ბიზნეს კომუნიკაცია, საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერის სახეები.

რუსული ენის კურსი საქმიანი ურთიერთობებისათვის განკუთვნილია  ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო დაწესებულებებში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების ხელშესაწყობად. ეს არის საერთო კურსი ბიზნეს ტერმინოლოგიაში გარკვევისა და შესწავლისთვის.
თითოეული ლექცია მოიცავს მასალის გაცნობას, პრაქტიკულ სიტუაციებს და კითხვა-პასუხს.

კურსი განკუთვნილია საქმიანია დამიანებისათვის და მათთვის, ვისაც სურს რუსული ენის გაუმჯობესება საქმიანი კომუნიკაციისა და სამსახურეობრივი–საოფისე ურთიერთობების საწარმოებლად.  სხვადასხვა წერილობითსა და აუდიო მასალაზე დაყრდნობით თქვენ შეძლებთ შეძენილი უნარ-ჩვევების რეალიზაციას ყოველდღიურ საქმიანობაში.

შესაბამისი პროგრამა, რომელიც გამოიყენება აღნიშნული კურსების შესასწავლად, მოგცემთ საშუალებას აამოქმედოთ ენის ცოდნისათვის საჭირო ყველა მიმართულება: წერა-კითხვა, მეტყველება, ტერმინოლოგია,ნებისმიერ სიტუაციებში კომუნიკაციის დამყარება და რაც მთავარია აზროვნება და მეტყველება რუსულ ენაზე.

,,ბრიტანული სახლი” კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.
გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი