Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


30/01/2018 - 01/04/2018


  პროგრამის აღწერა


საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული წერილის (№01/2613) თანახმად, ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორხმრივი შეთანხმების საფუძველზე, 2018/19 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის – 670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად). აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships .

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე გამოაცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე რომელიც პირველ მარტს გამოქვეყნდება ამაზე ვებ-გვერდზე.