Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


11/03/2019 - 01/05/2019


  პროგრამის აღწერა


სტიპენდიები ესტონეთში, TalTech – ში სასწავლებლად! შეავსეთ აპლიკაცია ახლავე!

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech-ი) ესტონეთში გიწვევთ რომ ისწავლოთ ბიზნესის, იურიდიულის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამოქალაქო და მექანიკური ინჟინერიის და სხვა მრავალ პროგრამაზე, რომლებიც სრულად ინგლისურ ენაზე ისწავლება.

TalTech-ი გთავაზობთ 19 პროგრამას ინგლისურ ენაზე: 4 საბაკალავრო და 15 სამაგისტრო პროგრამას. არსებობს სხვადასხვა სტიპენდიები, რომლებიც სრულად ფარავენ საერთაშორისო სტუდენტების სწავლის საფასურს.

პროგრამების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: www.taltech.ee/programmesTallinn-University-of-Technology-7

რატომ ავირჩიოთ Taltech?

  • სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც დაარსდა 1918 წელს
  • The QS World University Ranking® 2019 – ის მიხედვით TalTech ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2,5%-ში
  • ყველაზე დიდი უნივერსიტეტი დედაქალაქში, დაახლოებით 11 000 სტუდენტით, 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან
  • ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტი, 1600 საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტით, 100 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არის ასევე 100 ქართველი სტუდენტიც
  • უნიკალური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამები
  • სტუდენტური საცხოვრებელი ულამაზესი ხედებით და თანამედროვე აღჭურვილობით. ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ვირტუალური ტური: https://virtualtour.taltech.ee/
  • დინამიური საუნივერსიტეტო-ინდუსტრიული თანამშრომლობა. დიდი ყურადღება ეთმობა მეწარმეობის ხელშეწყობას0W5A3539

დაინტერესდით? ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია Taltech-ში ჩაბარების პროცესთან და საბუთებთან დაკავშირებით: www.taltech.ee/studying

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2019 წლის 1 მაისი

დამატებითი ინფორმაცია:
ვებ-გვერდი: www.taltech.ee/studying
დაგვიკავშირდით: www.taltech.ee/ask-us
Facebook: www.facebook.com/TalTechUniversity/
Instagram: www.instagram.com/taltechuniversity/