Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები



15/11/2017 - 15/12/2017


  პროგრამის აღწერა


“ბი დი სი აკადემია” გთავაზობთ ტურიზმის მენეჯმენტის კურსს.

კურსში განიხილება:

  • ტურისტული საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციის საკითხები.
  • განხილულია მოგზაურობის ისტორია, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურისტული ბიზნესის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტურიზმის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები და ტერმინები; ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა; მსოფლიო ტურისტული რეგიონები;
  • (ტუროპერატორების, სააგენტოების) საქმიანობის, ტურისტული მომსახურების დარგების (განთავსებისა და კვების ინდუსტრიის, სატრანსპორტო გადაზიდვების, გართობის, შემეცნებისა და დასვენების ინდუსტრიის) თავისებურებებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას; თანამედროვე ტურისტული მარკეტინგის ცალკეულ საკითხებს.
  • გაეცნობიან მსოფლიოს უმთავრეს ტურისტულ ცენტრებს, საერთაშორისო ტურიზმში საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად მაჩვენებლებს, წესებსა და ჩვეულებებს. კურსი განიხილავს სერთაშორისო ტურიზმის თავისებურებებს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარს, თეორიულ–ეკონომიკურ მაჩვენებლებს საერთაშორისო ტურიზმში, მიწოდებას განთავსების ბაზარზე, საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის როლს საერთაშორისო ტურიზმში და სხვა საკითხებს. აგრეთვე, მსოფლიოს ტურისტულ რეგიონებს, გენერატორ ქვეყნებს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ძირითად შემადგენელს, ტურისტული ნაკადების მიმღები ქვეყნებს და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრებს.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.
  • პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას.
  • ტურების კლასიფიკაცია.
  • უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას. თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა. რუკების გამოყენება ტურის დაგეგმარებისას
  • მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა.
  • ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში.
  • მოკლე ვადიანი ტურის პრეზენტაცია.
  • გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას.
  • სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში
  • სამომავლო ტურიზმის დაგეგმვა და მართვა. პროგრამა აგებულია როგორც თეორიულ , ასევე პრაქტიკულ მასალებზე.
  • თეორიულად შესწვალის შემდეგ მსმენელები სტაჯირებას გადიან სხვადა სხვა ტურისტულ კომპანიებში. სადაც მათ ეძლევათ რეალურად დასაქმების შანსი.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორ ენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

კურსის ღირებულება: 350 ლარი.
გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.