Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


18/01/2019 - 28/02/2019


  პროგრამის აღწერა


გაგაცნობთ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი სტიპენდიების შესახებ.

აღნიშნული სტიპენდიები განკუთვნილია უნგრეთში სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ აკადემიურ ინგლისურენოვან პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის სამაგისტრო (MSc) ხარისხის მოსაპოვებლად.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა სრულ დოსიესთან ერთად უნდა გადაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: REU-scholarship@fao.org; განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამისა და განცხადების შეტანის პროცედურების შესახებ შესაძლებელია იხილოთ დანართში.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.