Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


10/11/2020 - 20/12/2020


  პროგრამის აღწერა


საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG აცხადებენ მიღებას 2021 აკადემიური წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  • ბიზნეს ადმინისტრირება
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ეკონომიკა
  • ევროპათმცოდნეობა
  • ისტორია და ცივილიზაციები
  • ინფორმაციული სისტემები
  • ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაცია
  • ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფიზიკა
  • ფსიქოლოგია და   პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით.

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემათ ორი დიპლომი – ამერიკული და ევროპული.

საგანაცხადო ფორმის და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადებია:

  • 2021 წლის 1 მარტი – ადრეული მიღებისთვის, უკეთესი სტიპენდიისა და ფინანსური დახმარებისათვის;
  •  2021 წლის 1 ივნისი – რეგულარული მიღებისა და ფინანსური დახმარებისათვის.

აპლიკანტებს, რომლებსაც განაცხადის გაკეთების ბოლო ვადამდე არ ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის რომელიმე ოფიციალური ტესტი ( iBT TOEFL, IELTS, ECPE, PTE Academic, DET, etc.) შეუძლიათ 2020 წლის 20 დეკემბრამდე დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ინსტიტუციურ ტესტზე- Free Institutional English Proficiency Test  – https://www.aubg.edu/free-test რომელსაც უნივერსიტეტი კონკურსანტებს უფასოდ სთავაზობს და რომელიც ონლაინ, სახლიდან შეუძლიათ ჩააბარონ 2021 წლის იანვარში.

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს როგორც სასწავლო გრანტებს, ასევე უნივერსიტეტის ფინანსურ დახმარებას, სხვადასხვა სახის სტიპენდიას/სქოლარშიფებს და საბანკო სესხებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ (12) კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც (როგორც ტრანსფერ სტუდენტებს).

ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე: http://www.aubg.bg/how-to-apply-first-year

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი ცენტრის FB გვერდებზე https://www.facebook.com/American-University-in-Bulgaria-Georgia-Office-111389830724472
https://www.facebook.com/Center-for-International-Education-Tbilisi-167255273381922

ან მიწეროთ ამ პროგრამის კოორდინატორს საქართველოში ქ-ნ ნათია ნანავს ელ-ფოსტაზე: natia@osgf.ge