Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები
  • ცხადდება მიღება საბაკალავრო პრაგრამებზე 2019-2020 აკადემიური წლისათვის
  • საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG
    თბილისი, ჭოველიძის ქუჩა 10
    2 25 26 15
    www.cie.ge cie@osgf.ge
    FaceBook Link რუკაზე ნახვა


13/11/2018 - 01/06/2019


  პროგრამის აღწერა


logooსაერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში  AUBG                 

                          აცხადებენ  მიღებას 2019-2020 აკადემიური წლისათვის
შემდეგ  საბაკალავრო  პროგრამებზე:                           

*  ბიზნეს ადმინისტრაცია  * ეკონომიკა   * კომპიუტერული მეცნიერებები
ევროპათმცოდნეობა   * ისტორია და ცივილიზაცია    * ინფორმაციული სისტემები
ჟურნალისტიკა  და მასობრივი კომუნიკაციები   * პოლიტიკური მეცნიერება  და
საერთაშორისო  ურთიერთობები    * მათემატიკა   * ლიტერატურა * ფსიქოლოგია  და
*
პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემა  ორი დიპლომი – ამერიკული და ევროპული.

აპლიკანტები, რომლებსაც  2019 წლის 1 მარტამდე არ ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის  რომელიმე  ტესტი  (iBT TOEFL, IELTS)  ან  ვერ  წარმოადგენენ  ამ  გვერდზე

https://www.aubg.edu/admissions/how-to-apply-first-year  მითითებულ რომელიმე სახეობის სერტიფიკატს, 2019  წლის იანვარში შეუძლიათ კონკურსის ფარგლებში ჩააბარონ  ITP TOEFL -ის ტესტი და შემდგომ, წარმატების შემთხვევაში, გაივლიან ინტერვიუს.

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორც სტიპენდიების (merit based and need based scholarships), ასევე უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების (institutional financial aid) და საბანკო სესხის სახით.

AUBG –ის ფინანსური დახმარების და სტიპენდიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ გევრდზე www.aubg.edu/finance-your-education

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ  საშუალო სკოლის
დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ   უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ( როგორცტრანსფერ სტუდენტებს).

 ონლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე:
http://www.aubg.bg/how-to-apply-first-year

საშემოდგომო        სემესტრი
ვისაც სურთ სწავლის 2019 წლის შემოდგომაზე  დაწყება  და  კონკურსის  ფარგლებში 

უფასო  ITP TOEFL-ის ტესტის  ჩაბარება, უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა უნდა გაგზავნონ და ტესტზე დარეგისტრირდნენ  2018 წლის  დეკემბრის ბოლომდე .

საშემოდგომო სემესტრისათვის ვისაც სურს უნივერსიტეტიდან საუკეთესო ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების მიღება, საგანაცხადო ფორმის და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი.   

განაცხადის გაგზავნის სტანდარტულ ვადაა 2019  წლის 1 ივნისი. 

საგაზაფხულო სემესტრზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ  შემდეგ მისამართზე: 
საერთაშორისო განათლების ცენტრი, ჭოველიძის ქუჩა 10 ( ყოფილი ბელინსკის ქუჩა);  ტელ: 2 25 26 15; e-mail: cie@osgf.ge   ასევე იხილოთ ჩვენი ცენტრის ვებ გვერდი www.cie.ge და გვერდი Facebook-ზე:  Center for International Education – Tbilisi

ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს  15:00 საათზე