Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


09/05/2022 - 24/05/2022


  პროგრამის აღწერა


იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2023 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში ა.წ. 24 ივნისამდე (პარ.).

* კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:

ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp

პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდებიდან:

საბაკალავრო პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html

მკვლევარის პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_research.html

მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა. არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.

პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.

[მნიშვნელოვანი გაფრთხილება]
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში COVID-19 პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპლიკაციო პროცესი შეიძლება გაუქმდეს.