Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


02/11/2017 - 02/12/2017


  პროგრამის აღწერა


სასწავლო კურსის მიზანი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა; ქსელის OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება; უსაფრთხოების საფუძვლები, წვდომის კონტროლის მექანიზმები და Firewall-ის ტიპები, კონფიგურაცია და მართვა, VPN ტექნოლოგიის საფუძვლები;  ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; უკაბელო ქსელის მონტაჟი და უსაფრთხოება; ქვექსელებად დაყოფა (Subnetting); კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი; ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება; მცირე და საშუალო ზომის ქსელის აგება და ადმინისტრირება.

თემის დასახელება და შინაარსი

1.ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში, ლოკალური (LAN), გლობალური (WAN) და Internet ქსელები, ქსელის კომპონენტები: შუალედური და საბოლოო მოწყობილობები, ქსელური მედია, კაბელების სტანდარტები, ტოპოლოგიები, ქსელის ტიპები, ინტერნტეთან კავშირის ტექნოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები, სტანდარტიზაციის ორგანიზაციები.სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების მონტაჟი.

2.ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი, OSI და TCP/IP მოდელების შედარება, მონაცემთა გადაცემა ქსელში (მონაცემთა ენკაპსულაცია და დეკაპსულაცია, ლოკალურ და დაშორებულ რესურსებზე წვდომა);პრინციპები, ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;

3. არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის მიზანი, არხის დონის ქვედონეები (LLC და MAC), მეორე დონის ფრეიმის სტრუქტურა, მეორე დონის სტანდარტები, მედიაზე წვდომის კონტროლი (ტოპოლოგიები, ფართო ქსელის ტოპოლოგიები, ლოკალური ქსელის ტოპოლოგიები), არხის დონის ფრეიმი (Header, მეორე დონის მისამართი, Trailer), LAN და WAN ფრეიმები, Ethernet ფრეიმი, Point-to-Point (PPP) ფრეიმი, 802.11 უკაბელო ქსელის ფრეიმი.

4. Ethernet-ი, Ethernet-ის პროტოკოლი: Ethenet-ის გამოყენება (LLC და MAC ქვედონეები, MAC ქვედონე, მედიაზე წვდომის კონტროლი, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება), Ethernet ფრეიმის ატრიბუტები (Ethernet ენკაპსულაცია, Ethernet ფრეიმის ზომა), Ethernet MAC მისამართი (MAC მისამართი და თექვსმეტობითი კოდი, Unicast, Broadcast და Multicast MAC მისამართები), MAC და IP მისამართები, მისამართების განსაზღვრის პროტოკოლი (ARP, RARP); სვიჩინგი: კომუტატორის MAC მისამართების ცხრილი, Duplex რეჟიმები, Auto-MDIX.

5. ქსელური დონე, ქსელური დონის პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები (Connectionless, Best Effort Delivery, Media Independent, IP ენკაპსულაცია), IPv4 პაკეტი (IPv4 Header, Header Fields, IPv4 ვერსიის შეზღუდვები), IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields); მარშრუტიზაცია (Routing): ჰოსტ კომპიუტერის მარშრუტიზაცია (Default Gateway, IPv4 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი, მარტივი IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი), როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი, პირდაპირ დაკავშირებული მარშრუტიზაციის ცხრილის ელემენტები, დაშორებული ქსელის მარშრუტიზაციის ცხრილის ელემენტები, Next-Hop მისამართი, მარტივი როუტერის IPv4 მარშრუტიზაციის ცხრილი).

6. ტრანსპორტის დონე, ტრანსპორტის დონის პროტოკოლები: მონაცემთა ტრანსპორტირება (ტრანსპორტის დონის მნიშვნელობა, ტრანსპორტის დონის საიმედოობა, TCP და UDP პროტოკოლები), TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა (TCP პროტოკოლის მნიშვნელობა, TCP და UDP პორტების დამისამართება, TCP და UDP პროტოკოლების სეგმენტაცია, TCP კომუნიკაცია, TCP-ის საიმედოობა და ნაკადის კონტროლი, UDP კომუნიკაცია).

7. გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (OSI მოდელის გამოყენებითი, სესიისა და პრეზენტაციის დონეები, TCP/IP გამოყენებითი დონის პროტოკოლები), ყველაზე ცნობილი გამოყენებითი დონის პროტოკოლები და სერვისები, IP დამისამართების სერვისების უზრუნველყოფა (DNS, DHCP), ფაილების გაზიარების სერვისების უზრუნველყოფა (FTP, TFTP).

8. IP დამისამართება, IPv4 ქსელის მისამართები (IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 Unicast, Broadcast, Multicast მისამართები, IPv4 მისამართების ტიპები), IPv6 ქსელის მისამართები (IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicats მისამართები, IPv6 Multicast მისამართები), კავშირის შემოწმება (ICMP პროტოკოლი, ტესტირება და შემოწმება).

9. IP ქსელების ქვექსელებად დაყოფა, IPv4 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქსელის სეგმენტაცია, ქვექსელებად დაყოფის ფორმულა, 4 ქვექსელის შექმნა, 8 ქვექსელის შექმნა, ქვექსელის ნიღაბის განსაზღვრა), დამისამართების სქემა, IPv6 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქვექსელებად დაყოფა Subnet ID-ის გამოყენებით, IPv6 ქვექსელის განაწილება, ქვექსელებად დაყოფა Interface ID-ში).

10. ქსელის ადაპტერის ინსტალაცია და კონფიგურაცია, ქსელის პროგრამული კონფიგურაცია, მისამართების დანიშვნა (IPv4, IPv6), ალტერნატიული მისამართების დანიშვნა, DNS კლიენტის კონფიგურაცია, DHCP-სერვერის კონფიგურაცია, კავშირის შემოწმება; ახალი შეერთების შექმნა (კაბელური და უკაბელო), Internet Options, Internet Explorer.

11. ქსელში მუშაობის ორგანიზება (Homegroup, Workgroup, Domain), რესურსების გაზიარება – Sharing, რესურსებზე წვდომის უფლებების განსაზღვრა (Security), Network and Sharing Center, ქსელური პრინტერის ინსტალაცია და მისი პარამეტრების მომართვა, Map Network Drive;

12. მარშრუტიზატორების (Router) აგებულება (პროცესორი, მეხსიერება, შიდა მოწყობილობები, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა), მარშრუტიზატორის ჩატვირთვა (ჩატვირთვის ფაილები, ჩატვირთვის პროცესი), მარშრუტიზატორის მონტაჟი და კონფიგურაცია.

13. უკაბელო ქსელი (WI-FI), უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების აგებულება, მისი მონტაჟი და კონფიგურაცია, უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში.

14. ქსელის უსაფრთხოების დაცვა (ქსელური მოწყობილობების დაცვის ღონისძიებები, ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ფიზიკური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისუსტეები), ქსელური შეტევების სახეები მათგან თავდაცვის გზები, მოწყობილობების დაცვა;  სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: Windows Update, ანტივირუსის ინსტალაცია/კონფიგურაცია.

15. უსაფრთხოების წესების შემუშავება. უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა  საჭიროების ნიადაგზე, უსაფრთხოების ხერხები. უსაფრთხოების პარამეტრების არჩევა, firewall-ის კონფიგურაცია და მავნე პროგრამული უზრუნველყოფებისაგან დაცვა; ვირტუალური დაცული ქსელი (VPN).

16. ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Remote Desktop Connection, Remote Assistance, Team Viewer, Wireshark, Putty და ა.შ.).

სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად;

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო მეთოდური ლიტერატურით;

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი კატეგორიის მიხედვით და რეკომენდაცია დასაქმებისთვის;

სწავლის ხანგრძლივობა – 2 თვე (კვირაში 2 დღე, 2-2 საათი);