Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


15/09/2017 - 15/10/2017


  პროგრამის აღწერა


“ბი დი სი აკადემია” გთავაზობთ TOEFL-ისა და IELTS-ის მოსამზადებელ კურსებს.

პროგრამა გათვლილია მათვის ვისაც სურვილი აქვს ჩააბაროს ინგლისური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდები და სწავლა გააგრძელოს უცხოურ უნივერსიტეტებში.

კურსის კოორდინატორი ჩაგიტარებთ საკონსულტაციო ლექცია-გასაუბრებას, დაგეხმარებათ ზუსტად გაერკვეთ რას მოიცავს აღნიშნული პროგრამა. მყუდრო და კომფორტულ გარემოში, თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით, გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები შეგირჩევთ სწავლების მეთოდიკას, კურსის გავლა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ლაპარაკის, წერა-კითხვის, ტექსტის გააზრებისა და მოსმენის უნარები.

სერთიფიკატის აღება ხაზს უსვამს, რომ თქვენი ენობრივი მომზადების დონე საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ევროპისა და ამერიკის ნებისმიერ უნივერსიტეტში.

“ბიდისი აკადემია”
გაძლევთ არჩევანის საშუალებას: შესაძლებლობა გაქვთ მოხვდეთ მაქსიმუმ 5 მსმენელით დაკომპლექტებულ ჯგუფში, სადაც გაქვთ მეტი კონტაქტისა და კომუნიკაციის საშუალება ან მოითხოვოთ ინდივიდუალური სწავლების მეთოდი.

სწრაფი და ხარისხიანი ტემპით თქვენ მიაღწევთ პოზიტიურ შედეგებს!

,,ბიდისი აკადემია” კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.

გაიცემა სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

კურსის ღირებულება: 200 ლარი.