![]() |
![]() | ![]() |

-
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – Leaf
თბილისი, გამსახურდიას გამზირი N34
294 61 74
ლინკი
info@leaf.ge
leaf.ge/
რუკაზე ნახვა

ჩვენს შესახებ:
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სკოლებისათვის.
ცენტრში სწავლება წარიმართება ევროპის, ამერიკისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნათა შესაბამისად “Liberal Arts” პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ცენტრის ნოვატორული სერვისი – College Counseling (ქოლეჯ ქაუნსელინგი) ახალგაზრდებს დაეხმარება:
• პროფესიის განსაზღვრაში;
• საქართველოში უნივერსიტეტისა და სკოლის არჩევაში;
• საზღვარგარეთ უნივერსიტეტის არჩევაში;
• საზღვარგარეთ უმაღლესი სკოლის არჩევაში;
• სასურველ უნივერსიტეტთან და უმაღლეს სკოლასთან კონტაქტის დამყარებაში;
• სასწავლო სტიპენდიის მოპოვებაში.
ცენტრში ისწავლება შემდეგი საგნები:
- ინგლისური ენა
- TOEFL
- IELTS
- SAT (სტანდარტული მისაღები გამოცდები აშშ-ს უნივერსიტეტებისათვის)
- SAT Subject Tests
- გეოგრაფია
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგიაცენტრში მოსწავლეები შეიძენენ შემდეგ ბაზისურ უნარ–ჩვევებს:
* კრიტიკულ აზროვნება;
* კომუნიკაცია;
* ჯგუფში მუშაობა;
* პრეზენტაციების ჩატარება;
* ახალ გარემოსთან შეგუება;
* გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.ცენტრში ასწავლიან მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები.ცენტრში სასწავლებლად მიიღებიან VIII კლასიდან, ასაკის შეზღვუდვის გარეშე. მოსწავლეებს, სკოლაში/უნივერსიტეტში თუ სამსახურში არსებული სასწავლო საათების გათვალისწინებით, შევთვაზებთ მოქნილ გრაფიკს.ცენტრში სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამის გარემოში: კლასები დაკომპლექტდება თანაბარი აკადემიური მოსწრების და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებით; კლასები იქნება მცირერიცხოვანი – მაქსიმუმ 6 მოსწავლე; სწავლება წარიმართება მრგვალი მაგიდის პრინციპით; მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე ტექნიკით და მუდმივი ინტერნეტ ქსელით.მობრძანდით, ცენტრში დაგხვდებათ კეთილგანწყობილი შემოქმედებითი გარემო.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – LEAF
შენი გზა უმაღლესი განათლებისკენ!