Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > ბრიტანეთის საბჭო

     

ბრიტანეთის საბჭო

ჩვენს შესახებ:
თუ ინგლისურის სწავლა გსურთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ინგლისურის შესწავლის ცენტრში, რომელიც მულტიმედიური საშუალებებით არის აღჭურვილი. ხოლო თუ ბრიტანეთში გსურთ განათლების მიღება ვეცდებით აგარჩევინოთ თქვენთვის შესაფერისი სწავლება ან კურსი. ამას გარდა, ჩვენთან ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდა, რომლის ჩაბარების შემთხვევაში მიიღებთ საერთაშორისო დიპლომს.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ბრძანდებით ჩვენი ELT რესურსები და 9 რეგიონული ცენტრი, რომელსაც მხარს უჭერს ბრიტანეთის საბჭო, გაძლევთ შესაძლებლობას აიმაღლოთ კვალიფიკაცია.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბრიტანელ და სხვა ქვეყნების ხალხებს შორის და ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ბრიტანული შემოქმედებითი იდეები და მიღწევები.

ასე რომ, თუ გსურთ ინგლისურის სწავლა, სასწავლებლად ბრიტანეთში წასვლა, უახლესი ბრიტანული შემოქმედების გაცნობა ან უბრალოდ, გაინტერესებთ რას ვაკეთებთ საქართველოში და შეგვიძლია თუ არა დახმარება გაგიწიოთ თქვენ საქმიანობაში, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენ ვებ-გვერდს.