Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > ბრიტანული ცენტრი
     

ბრიტანული ცენტრი

 

 

 

კომპლექსური მომსახურება ინგლისური ენის სფეროში

მთელი საქართველოს მასშტაბით

ინგლისური ენის შესწავლა ქალანის მეთოდით ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის

Callan Method

ბრიტანულ ცენტრი დაარსდა 2003 წელს , რომელმაც საქართვეოში პირველმა განახორციელა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალანის მეთოდით ინგლისური ენის სწავლება. ქალანის მეთოდი მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული მეთოდია. მისი გამოყენებით 4-ჯერ უფრო  სწრაფად ხდება ინგლისური ენის შესწავლა. იგი ეფექტურია  ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, მისი გამოყენებით ისწავლით სხარტად აზროვნებას და შეიძენთ ინგლისურ ენაზე შეუფერხებლად საუბრის უნარს; მეთოდი მოიცავს პრაქტიკულ სიტყვათა მარაგს და გრამატიკულ სტრუქტურებს; ისწავლით სწორად  გამოთქმებს და ინტონაციას. მას  მსმენელის დონე უმოკლეს ვადაში (წელიწადსა და ცხრა თვეში)  აჰყავს ზოგადევროპული კომპეტენციით განსაზღვრულ C1 დონეზე.

  • მეთოდი შედგება 12 საფეხურისგან, მე-8 და მე-12 საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
  • 2012 წელს ქალანის მეთოდის მოდერნიზებული მასალები გამოიცა. წიგნების ახალი გამოცემა მოიცავს თანამედროვე ლექსიკურ მარაგს, ფრაზულ ზმნებსა და იდიომატურ გამონათქვამებს.
  • ქალანის მეთოდი თითქმის არ მოიცავს საშინაო დავალებებს.

 

cover photo irina onashvili

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბრიტანული ცენტრი გთავაზობთ 6 უფასო  საცდელ  გაკვეთილს. დღესდღეობით ცენტრი წარმოდგენილია  6 ფილიალით თბილისის ცენტრალურ უბნებში, ასევე ფილიალები ფუნქციონირებს ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ცენტრში არსებული მოქნილი გრაფიკი (ყოველდღე შაბათი დღის ჩათვლით 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, კვირის გარდა) გაძლევთ საშუალებას თავად შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო.

  • ხუთი ან მეტი მსენელის არსებობის შემთხვევაში ჩვენი პედაგოგი მოგემსახურებად ადგილზე.
  • ბრიტანული ცენტრი წარმოადგენს ინგლისის ქალანის ორგანიზაციის (CMO) ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში.

ინგლისური ბიზნესისთვის

  • Callan for Business
  • ქალანი ბიზნესისთვის წარმოადგენს ქალანის მეთოდის უახლეს გამოცემას, რომელიც დაფუძნებულია ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ქალანის მეთოდის ფუნდამენტურ პრინციპებზე, ამავდროულად აღჭურვილია 21-საუკუნის საქმიან გარემოში არსებული ლექსიკითა და ფრაზეოლოგიური თუ იდიომატური გამოთქმებით.

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ინგლისური ენის ცოდნის გარკვეული ბაზა გააჩნიათ და სურთ აიმაღლონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა უშუალოდ საქმიანი გარემოსთვის აუცილებელი მიმართულებით.

ინგლისური ბავშვებისთვის კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი მეთოდის გამოყენებით

Cambridge Super Minds

  • ბრიტანულ ცენტრში ასევე ფუნქციონირეს ინგლისური ენის კურსები 5-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მათ ეძლევათ საშუალება ინგლისური  შეისწავლონ კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი მეთოდის გამოყენებით Cambridge Super Minds – ით.მეთოდი შექმნილია  21-ე საუკუნის ბავშვებისთვის და  დაფუძნებულია  სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე. Super Minds-ის უნიკალურობა იმაში მგომარეობს, რომ იგი არ წარმოადგენს მხოლოდ ენის შემსწავლელ კურსს, არამედ ავითარებს ბავშვების უნარ-ჩვევებს სხვადასხვა მიმართულებით.Super Minds-ში უაღრესად დიდი ყურადღება ექცევა  ბავშვის კრეატიულობის განვითარებას. რაც ხორციელდება როგორც სხვადასხვა პროექტების შესრულებით, ასევე თეატრალური დადგმებით, მხატვრული კითხვითა და წერით და ა. შ

გაცვლითი პროგრამები დიდ ბრიტანეთში

ბრიტანული ცენტრი ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობას მუდმივად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ინგლისური ენის კურსებით, თუმცა ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაყრდნობით ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

ყველა ჩვენ პარტნიორ სკოლაში ინგლისური ენის სწავლება მიმდინარეობს Quality English (The Best of Independent English Language Schools) მიერ აღიარებული უმაღლესი სტანდარტის მქონე კომპლექსური სასწავლო პროგრამებით.

აღნიშნული სკოლები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით. სკოლებში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი კლუბები, რაც ხელს უწყობს სწავლების და ენის პრაქტიკის გაღრმავებას, ტარდება ყოველდღიური საღამოს აქტივობები, ასევე სკოლების მიერ ხდება სხვადასხვა ექსკურსიების ორგანიზება დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყებში.

ჩვენი პარტნიორი სკოლები მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს, მათი მოთხოვნილებების შესაბამისად სთავაზობენ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს,  როგორიცაა :

  • ზოგადი ინგლისური კურსები
  • სემესტრული და აკადემიური პროგრამები
  • საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები
  • ბიზნეს და პროფესიული ინგლისურის კურსები
  • ოჯახური პროგრამები
  • თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროგრამები
  • პროგრამა – შობა და ახალი წელი ლონდონში
  • ინდივიდუალლური სწავლების კურსები, სხვადასხვა მიმართულებებით და სხვა.
  • ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
  • ბრიტანულმა ცენტრმა 2011-2012 წელს დააფუძნა და ააშენა წმინდა ნიკოლზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა.

ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული და ევროპულ, კერძოდ კი ბრიტანულ სტანდარტებზე ორიენტირებული სკოლა მოწოდებულია ჩვენს საზოგადოებას აღუზარდოს გონებრივად, სულიერად და ფიზიკურად სრულყოფილი, წარმატებული ახალგაზრდა თაობა, რისთვისაც სკოლაში შექმნილია ქართველ, ინგლისელ და ამერიკელ პროფესიონალთა ჯგუფი.

13 წელი თქვენთან ერთად

ხარისხი ჩვენი ტრადიციაა