Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > გოეთეს ინსტიტუტი

     

გოეთეს ინსტიტუტი

ჩვენს შესახებ:
გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია.

ჩვენ ხელს ვუწყობთ უცხოეთში გერმანული ენის შესწავლას და ვეწევით საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას. ჩვენ წარმოვადგენთ გერმანიის სრულყოფილ სურათს ინფორმაციით კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.

გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლის დიფერენცირებულ პროგრამას. საწყისი კურსებიდან უმაღლეს საფეხურამდე მოსწავლეების სწავლება და მათი გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური გამოცდებისათვის მომზადება თანამედროვე სასწავლო მეთოდებით ხდება.

გოეთეს ინსტიტუტს შემდეგი მიზნები ამოძრავებს:
* შეასრულოს შუამავლის და თანამონაწილის როლი გერმანიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის როგორც კულტურის ასევე საგანმანათლებლო დარგებში;
* გააღვიოს სიმპათია და ინტერესი გერმანიის მიმართ და შიენარჩუნოს იგი;
* გაცეს ინფორმაციები გერმანიის შესახებ ამიერკავკასიაში;
* ხელი შეუწყოს გერმანული ენის შესწავლას;
* ხელი შეწყოს ევროპულსა და ამიერკავკასიურ კულტურებს შორის დიალოგს.

გერმანიითა და გერმანული ენით ყველა დაინტერესებულ პირითათვის თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.