Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > ლონდონის ინგლისური ენის სკოლა – LSE
     

ლონდონის ინგლისური ენის სკოლა – LSE

ჩვენს შესახებ:
ლონდონის ინგლისური ენის სკოლა – The London School of English არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აკრედიტებული სკოლა დიდ ბრიტანეთში, რომელიც დაარსდა 1912 წელს და უკვე 1 საუკუნეა წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. 2010 წლიდან ლონდონის ინგლსიური ენის სკოლა მოქმედებს საქართველოშიც. ლონდონის ინგლისური ენის სკოლა არის ერთადერთი ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი საქართველოში, რომელსაც აქვს ბრიტანული ფრანჩაიზი და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ The London School of English Tbilisi-ის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.

LSE Tbilisi-ში კურსს კითხულობენ უცხოელი და ქართველი საუკეთესო პედაგოგები, რომლებსაც სწავლების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება აქვთ და ფლობენ CELTA სერტიფიკატს რაც მათი ხარისხის, გამოცდილების და სწავლების მაღალი დონის გარანტია.  საინტერესო სახელმძღვანელოები ფერადი სურათებითა და აქტივობებით, ასევე კომუნიკაციური თამაშების გამოყენება გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის განსამტკიცებლად, სასწავლო პროცესს სახალისოსა და ინსტრუქციულს ხდის. დიდი ყურადღება ექცევა გრამატიკის, ლექსიკის, და სწორი ინტონაციური წარმოთქმის განვითარებას.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ჯგუფური მეთოდით. კომუნიკაციური მეთოდის გამოყენება და მხოლოდ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია გაკვეთილის განმავლობაში დაგეხმარებათ სასაუბრო და წერითი ინგლისურის უკეთესად გაგებასა და წერის, კითხვისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ჯგუფები დაკომპლექტებული იქნება ინგლისური ენის ცოდნის დონისა და  ასაკის მიხედვით. დაინტერესებული პირები ტესტირებისა და გასაუბრების შედაგად ჩაირიცხებიან შესაბამის დონეზე

ლონდონის ინგლისური ენის სკოლაში მოქმედებს ფასდაკლებები:

15% ფასდაკლება –  დილის 10 საათიდან 13 საათამდე კურსებზე (ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი);

20% ფასდაკლება – დილის 10 საათიდან 13 საათამდე კურსებზე
(სამშაბათი/ ხუთშაბათი/შაბათი)

10% ფასდაკლება – 14:30 საათიდან 19:00 საათამდე კურსებზე
(სამშაბათი/ ხუთშაბათი/შაბათი) 

კურსები:

  • ზოგადი ინგლისური
  • კურსი ბავშვებისათვის
  • ბიზნეს ინგლისური
  • ინდივიდუალური მეცადინეობა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
  • წერის უნარები
  • ინგლისური შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის
  • საზაფხულო ინტენსიური კურსი ინგლისურ ენაში
  • მასწავლებლების ტრენინგი
  • იურიდიული ინგლისური
  • საზაფხულო სკოლები საზღვარგარეთ