Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > უნივერსალური ცოდნის აკადემია ”UNIKO”
     

უნივერსალური ცოდნის აკადემია ”UNIKO”

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO უკვე 12 წელია ერთგულად ემსახურება ქართველ და უცხოელ მსმენელებს. დაფუძნების დღიდან მოყოლებული, სასწავლო ცენტრმა გადაამზადა 10 ათასობით ადამიანი. ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, მსმენელთაგან დასაქმებული არის  40%.

ჩვენი მიზანია მსმენელთა მოსამზადებლად გამოვიყენოთ ყველა ინოვაციური მეთოდი და თანამედროვე სტანდარტი.

აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. სასწავლო პროგრამა მორგებულია მსმენელთა მოთხოვნაზე. მეცადინეობები არის ინდივიდუალური და ინტერაქტიული. UNIKO გთავაზობთ ხელსაყრელ ფასებს, ინფრასტრუქტურას და ადგილმდებარეობას.

„უნიკოს“ აკადემიაში თქვენ შეიძენთ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, განვითარდებით, როგორც პროფესიონალი, გაიღრმავებთ არსებულ რესურსებს, იპოვით სასურველ საქმიანობას, გახდებით კონკურენტუნარიანი და გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

ჩვენთან მიმდინარეობს მრავალდარგობრივი სასწვლო კურსები, ტრენინგები, ლექციები და მასტერკლასები. კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაროთ სტაჟირება ბანკებში, აფთიაქებში, რედაქციებსა თუ სხვადასხვა ოფისებში. ეს კი წარმატების უპრეცედენტო შანსია.

UNIKO აკადემიის კურსები უნივერსალურია: აბიტურიენტების მომზადება, სტუდენტთა გადამზადება თუ ნებისმიერი მსმენელის ინდივიდუალური მეცადინეობა.

აკადემია მსმენელებს ეხმარება თავი დაიმკვიდრონ მუდმივად ცვალებად გარემოში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენთან სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხარისხი კი ფასზე მაღალი.

უპასუხე თანამედროვე გამოწვევებს !

ისწავლე კომპიუტერული პროგრამები – პროფესიონალურ დონეზე !

აირჩიე აკადემია “UNIKO” ყველაზე პრესტიჟული, სტაბილური და გამოცდილი ტრენინგ-ცენტრი საქართველოში !

უნივერსალური ცოდნის აკადემია “UNIKO” გთავაზობთ შემდეგ უცხო ენის კურსებს:

  • ინგლისური
  • გერმანული
  • რუსული
  • ფრანგული
  • იტალიური
  • ესპანური
  • თურქული
  • იაპონური
  • არაბული
  • ბიზნეს – სამედიცინო – ტურისტული ინგლისური

მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ისე 2-4-10 კაციან ჯგუფში. კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა და გაიცემა შესაბამისი დონის ორ ენოვანი სერთიფიკატი.

სასიამოვნო გარემო. გულისხმიერი პედაგოგები, მეგობრული ატმოსფერო. რაც მთავარია, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა მაღალი შედეგის გარანტიას იძლევა!