Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, Study Group
     

უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, Study Group

უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, Study Group ყველა დაინტერესებულ მსურველს სთავაზობს ზოგადი, სასაუბრო, ბიზნეს, იურიდიული ინგლისურის და სხვა უცხო ენების კურსებს, რომელიც მოწოდებულია მოტივირებული და პროფესიონალი პედაგოგების მიერ.

ყველა ჩვენი კურსი აგებულია თითოეული სტუდენტის მოთხოვნისა და მიზნის გათვალისწინებით, რაც ეხმარება მათ ისაუბრონ მათთვის სასურველ უცხო ენაზე რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. კურსები განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, არის საშუალო ზომის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა სტუდენტის აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესებში.

გაკვეთილებზე გამოყენებეულია სხვადასხვა აუდიო და ვიზუალური მასალები. უცხო ენების სწავლა მიმდინარეობს კომუნიკაციაზე დაფუძნებული პროგრამით, რაც ხელს უწყობს საკომუნიკაციო ჩვევების განვითარებას უმოკლეს დროში.

ჩვენ ასევე გთავაზობთ კერძო და ნაწილობრივ კერძო (2-3 სტუდენტი) გაკვეთილებს. ყველა კურსის მორგებაა შესაძლებელი მსურველის სპეციფიკურ მოთხოვნაზე უცხო ენის შესწავლის მიზნით.

ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ადგილზე სწავლებას კორპორატიული ჯფუფებისა და ორგანიზაციებისთვის. ამგვარი კურსები მორგებულია ცალკეული პროფესიებისა თუ სამუშაო გარემოსთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს. ჩვენ ისეთივე დეტალურ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალურ სტუდენტს, როგორც კორპორატიულ ჯგუფებს.
ჩვენი მისიაა, წარმატებული კარიერისკენ გავუკვალოთ გზა ყველა ჩვენს სტუდენტს!

კურსების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

ამჟამად მოქმედებს 20%-ანი ფასდაკლება ყველა ენის ნებისმიერ კურსზე. იჩქარეთ!