Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC)
  • ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC)
  • ვაჟა ფშაველას #7, მეტრო "სამედიცინოსთან" (მაღაზია "სუპერის" თავზე)
  • 2 18 38 06
  • info@gceducentre.com
  • www.gceducentre.com
  • რუკაზე ნახვა
     

ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC)

ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC) ქართველი და კანადელი განათლების დარგის პროფესიონალების ერთობლივი ძალისხმევის, ფიქრისა და აზრთა ურთიერთგაცვლის შედეგად შეიქმნა, ჩვენი მიზანია, რომ საქართვლოში სწავლების პროცესი, შესაძლებლობები და ხარისხი კიდევ უფრო დახვეწოს და გააუმჯობესდეს. თანამედროვე, მუდმივად ცვალებად სამყაროში, გლობალიზაციასათან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით, უნარ-ჩვევების განვითარებისა და დახვეწის საჭიროება წარმოიშვა, რათა სტუდენტთა პროფესიული და ინტელექტუალური განვითარების დონემ ეს ახალი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ქართულ-კანადური საგანმანთლებლო ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამები ისეთ მიდგომებს ეფუძნება, რომელებიც სწავლების ინტერაქტიურ და შემსწავლელების მოთხოვნებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში წარმართვის საშუალებას იძლევა, სადაც აქცენტი საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების დანერგვაზე, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად გამოყენებზე გაკეთდება, რაც სტუდენტებს საკუთარი ძალების რწმენას განუმტკიცებს და როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით, სამუშაო ადგილის მოძებნასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციაში დაეხმარება.

სასწავლო მასალა და ტესტები, მაღალი მოთხოვნების შესაბამისად, გულდასმით შევარჩიეთ და ჩვენი ცენტრის თანამშრომლები მათ შემდგომ დახვეწაზე მუდმივად მუშაობენ. ყველა ამ სასწავლო კურსის შედგენისას გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამის შემუშავების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და მიდგომები. მსურველებს ვთავაზობთ როგორც მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს (1-3 თვიანი კურსები), ისე გრძელვადიან კურსებს.

ჩვენ ცენტრი მეგობრული და ადვილად საურთიერთობო თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მზად არიან თითოეულ სტუდენტს გულდასმით მოუსმინონ და ერთიანი ძალისხმევით და თავად სტუდენტების მონაწილეობით ყველა პრობლემა გადაჭრან.

ენის შემსწავლელი კურსები:

  • ინგლისური: ზოგადი ინგლისური
  • ბიზნეს ინგლისური
  • სასაუბრო ინგლისური
  • წერითი თარგმანი
  • ზეპირი თარგმანი

TOEFL | IELTS | PET | FCE | CAE

  • რუსული
  • გერმანული
  • თურქული
  • ესპანური