Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > ELCml
     

ELCml

ტრენინგ-ცენტრ ELCml-ის პროფესიონალი მასწავლებლები, მაღალაკადემიური ხარისხიანი სწავლება, კომფორტული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო ცენტრის მაღალ რეპუტაციას განაპირობებს.

ჩვენ მივისწრაფით სიახლისკენ და ვნერგავთ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს!

ELCml Oxford House College-ის პარტნიორი ორგანზაციაა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

ELCml-ს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფი, რომელთათვის ძირითად ღირებულებას წარმოადგენს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სისტემურობა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, კონსტრუქციული თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორებთან. ELCml-ის მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანა, პროფესიული მომზადების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, განათლებული და მოაზროვნე თაობების აღზრდა და სათანადო უნარ-ჩვევებით მათი აღჭურვა.

ELCml-ი წარმატებით ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე,  შემსწავლელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ბრიტანელი სპეციალისტების მეშვეობით Oxford House College-ის ლონდონის, ოქსფორდის, სტრედფორდ-აფონ-ეივონის ფილიალებში დაეუფლონ სასერთიფიკატო პროგრამებს და მათი კურსდამთვარებულები გახდნენ. ამასთან, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალებად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობას.

ტრენინგ-ცენტრი ELCml-ი მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისთვის, ამაყობს თავისი მიღწევებით და შესწევს უნარი მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს აღებული ვალდებულებები.


ცენტრში მიმდინარეობს შემდეგი პროგრამები:

I. ზოგადი ინგლისური ენის კურსები

ზოგადი ინგლისური ენის კურსები შედგება ენის შესწავლის სამი ძირითადი: დამწყები, საშუალო და უმაღლესი ეტაპისაგან. დამწყები და საშუალო ეტაპები იყოფა ქვე-დონეებად: დამწყები: Beginner, Elementary საშუალო: Pre-intermediate, Intermediate, Upper Intermediate უმაღლესი: Advancedდონის განსაზღვრა
ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა ხდება ტესტირებისა (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.

სწავლების მეთოდები
ტრეინინგ ცენტრ ELCml-ში შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც ორიენტირებულია ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე აშშ-ი აპრობირებული მეთოდებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების პროცესში, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

კურსების ხანგრძლივობა
სასწავლო მასალის სირთულისა და მოცულობიდან გამომდინარე ინგლისური ენის კურსების ხანგრძლივობა დონეების მიხედვით განისაზღვრა:
Beginner, Elementary – 3 თვე
Pre-intermediate, Intermediate, Upper Intermediate – 4 თვე
Advanced – 4 თვე
სწავლების საფასური და გადახდის წესები
ELCml-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადასახადი თითოეული დონისთვის თვეში შეადგენს: ჯგუფური მეცადინეობისთვის:
Beginner – 95ლარი. Elementary – 115ლარი.
Pre-intermediate – 135ლარი. Intermediate – 155ლარი. Upper Intermediate – 175ლარი.
Advanced – 195ლარი.

ინდივიდუალური მეცადინეობისთვის:
Beginner – 155ლარი. Elementary – 175ლარი.
Pre-intermediate – 195ლარი. Intermediate – 215ლარი. Upper Intermediate – 235ლარი.
Advanced – 235ლარი.
მეცადინეობის საფასურში არ შედის სახელმძღვანელოს ღირებულება.
ELCml-ში სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია ELCml-ის პარტნიორი ბანკების მეშვეობით.

II.  TOEFL, IELTS

III. კემბრიჯის უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო ტესტის TKT-ის მოსამზადებელ კურსი

ტრეინინგ-ცენრტი ELCml-ი გთავაზობთ კემბრიჯის უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო ტესტის TKT-ის მოსამზადებელ კურსს და სტაჟირებას ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის.

TKT არის ინგლისური ენის სწავლების უნარის ტესტი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმ პირთათვის რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური. TKT საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სწავლების ძირითად მეთოდებს, რაც აუცილებელია ინგლისური ენის სწავლებისათვის.
TKT მოიცავს:

  • სწავლების სხვადასხვა მეთოდებს
  • “სწავლების ენა”-ს
  • რესურსების გამოყენებას
  • გაკვეთილების დაგეგმვის ძირითადი ელემენტებს
  • კლასის/ჯგუფის მართვის მეთოდებს

TKT მიზანშეწონილია ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი ჩაბარება შესაძლებელია მასწავლებლებისათვის კარიერის ნებისმიერი ეტაპზე.

TKT შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც მოიცავენ სწავლების სხვადასახვა ასპექტებს.

მოდული 1: ენა და ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება
მოდული 2: გაკვეთილების დაგეგმვა და რესურსების გამოყენება ენის სწავლების თვალსაზრისით
მოდული 3: სწავლებისა და შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა

სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 30 საათს;  სტაჟირების ხანგრძლივობაა  2-4 კვირა.

სრული კურსის ღირებულება —  80 ლარი.

ტესტირებისას საუკეთესო შედეგის მქონე აპლიკანტს ტრეინინგ-ცენრტ ELCml-ის ადმინისტრაცია გასაუბრების საფუძველზე დაასაქმებს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!