Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > IQ ცენტრი
     

IQ ცენტრი

ავალონის ლონდონის სკოლა და მისი წამყვანი სპეციალისტები მხედველობაში იღებენ ინგლისური ენის მუდმივი ცვალებადობის სპეციფიკას და გამუდმებით აახლებენ მეთოდს.

1996წლიდან მეთოდი რამდენჯერმე განაახლეს. IQ ცენტრი გთავაზობთ მეთოდის უახლეს, მეოთხე – 2011 წლის გამოცემას– Avalon Quantum English.
ავალონის მეთოდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში „IQ ცენტრი“2011 წელს შეიქმნა.

IQ ცენტრი ავალონის მეთოდის ერთადერთი ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში.

https://www.youtube.com/watch?v=-bR5g_M0u8I&feature=youtu.be

რა არის ავალონის მეთოდი?

Avalon Quantum English(AQE) – ავალონ კვანტუმი არის სისტემა, შემუშავებული ინგლისში EFL წამყვანი სპეციალისტების მიერ.  მეთოდი შექმნილია იმისთვის რომ ისწავლოთ სასაუბრო ინგლისური მარტივი, სახალისო და ეფექტური გზით –მასწავლებელი გისვამთ შეკითხვას, გაძლევთ სავარაუდი პასუხების რამდენიმე ვარიანტს, ისმენს თქვენ პასუხს და გზადაგზა გისწორებთ შეცდომებს.

– მასწავლებელი შეკითხვას უსვამს ერთ სტუდენტს  მეთოდის სახელმძღვანელოდან

– დანარჩენი სტუდენტები ყურადღებით უსმენენ და უყურებენ მასწავლებელს, რადგან ის ჟესტების დახმარებითაც ცდილობს მიეხმაროს მოპასუხეს

– სტუდენტი პასუხობს

– მასწავლებელი ასწორებს შეცდომებს, ხსნის შეკითხვის გაუგებარ/რთულ ნაწილებს ვუზუალური მასალისა და დაფის მეშვეობით

– სტუდენტი ხელახლა პასუხობს

– სტუდენტი პასუხში მხოლოდ საკუთარ აზრებს, ემოციებს და გამოცდილებას გამოხატავს, მეთოდი არ იძლევა შაბლონურ პასუხებს და სტუდენტებს უბიძგებს თავისუფალი პასუხებისკენ

 ვინ იყენებს ავალონის მეთოდს?

ვალონის სკოლა ლონდონის შუაგულშია. ის მუშაობს 1996 წლიდან, აკრედიტებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ 2005წლიდან

მსოფლიოში მრავალი სკოლა იყებნებს ავალონის მეთოდს. ავალონს პარტნიორები ჰყავს ფაფრანგეთშიბრაზილიაში, უკრაინაში, ჩხეთში, პოლონეთში,  და ახლა უკვე საქართველოშიც.