Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > Language Corner

     

Language Corner

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი Language Corner აცხადებს  მსმენელთა მიღებას ინგლისური და რუსული ენების  შემსწავლელ კურსებზე. ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები სტუდენტებს აძლევენ საშუალებას განავითარონ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები: წერა, მეტყველება, მოსმენა და საუბარი. ჩვენ უფასოდ გთავაზობთ დიაგნოსტიკურ ტესტს, გასაუბრებასა და საჩვენებელ გაკვეთილს.

*მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3–ჯერ ან 2–ჯერ (სურვილისამებრ)

* კურსის ბოლოს გაიცემა დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი

  • ზოგადი ინგლისური:

Beginner

Elementary

Pre-Intermediate

Intermediate B1

Upper-Intermediate B2

Advanced C1/C2

  • სასაუბრო ინგლისური უცხოელ პედაგოგებთან
  • ინგლისური ენა პატარებისთვის (English for kids)
  • საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები:

              FCE / IELTS / TOEFL

კურსის მიზანია მსმენელებს განუვითაროს ტესტის ჩაბარების სტრატეგიები. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან ტესტირებას საგამოცდო პირობებში, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს.
თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შედგენილი სპეციალური სასწავლო პროგრამა ერთ–ერთი გარანტია საფუძვლიანი ცოდნის მიღებისა და შედეგის მიღწევისათვის.
კურსზე ჩაწერა ხდება დიაგნოსტიკური ტესტისა და ზეპირი გასაუბრების შედეგად.

  • ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება:

ინგლისური ენა,  ქართული ენა, ზოგადი  უნარები, მათემატიკა.

მეცადინეობებს გაუძღვება უმაღლესი კატეგორიის სერტიფიცირებული გამოცდილი პედაგოგები.

ჩვენმა სტუდენტებმა მიაღწიეს წარმატებას და მათ მოიპოვეს 100% , 70% და 50% – დაფინანსება მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში.

ცენტრის კვალიფიციური მასწავლებლები, სწავლების თანამდეროვე მეთოდებისა და სხვადასხვა დამხმარე სასწავლო რესურსების გამოყენებით მოსწავლეებს შეასწავლიან ერთიანი ეროვნული გამოცდების სრულ საგნობრივ პროგრამას. გამოუმუშავებენ სხვადასხვა სახის დავალებების მცირე დროში ამოხსნისა და საგამოცდო დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარ–ჩვევებს.

  • რუსული ენა ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის
  • ქართული/ რუსული ენა უცხოელთათვის

მისამართი: აფაქიძის N9 (სპორტის სასახლესთან)
ტელ: 574 88 51 18 ; 599 75 80 41