Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უცხო ენათა ცენტრები > P/T/G – Test Prep, Language & Professional Skills Training
     

P/T/G – Test Prep, Language & Professional Skills Training

P/T/G – პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა.

P/T/G -ის სტუდენტები გამოირჩევიან განსაკუთრებული შედეგებით – ისინი აბარებენ მსოფლიოს ისეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში როგორიცაა – ჰარვარდის, ვორტონის და ლონდონის ბიზნეს სკოლები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), იელის, სტენფორდის, კოლუმბიის, ბოსტონის, კალიფორნიის, ვესტპოინტის, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები.

P/T/G -იმ 2009 წელს მოიპოვა პარიზის 23-ე საერთაშორისო კონვენციის – World Quality International Star Award -ის ოქროს კატეგორიის ჯილდო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სწავლების უმაღლეს სტანდარტებს. 2012 წელს P/T/G იყო ბრიტანეთის საბჭოს “English Teaching Radio” -ს ექსკლუზიური სპონსორი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში P/T/G -იმ ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად გააცნო საზოგადოებას თუ როგორი უნდა იყოს კარგად ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილი რაშიც P/T/G-ის პედაგოგებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ამერიკულ და ბრიტანულ ტესტებში მომზადება

ჩვენ ვამზადებთ ყველა იმ ტესტისათვის რომელიც აუცილებელია დასავლურ უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლის გასაგრძელებლად. ესენია:

  • TOEFL
  • TOEIC
  • GMAT
  • GRE
  • LSAT
  • SAT I
  • SAT Subject
  • ACT
  • SSAT / ISEE
  • SHSAT
  • Pre TOEFL
  • SLEP
  • IELTS
  • PET
  • FCE
  • CAE
  • CPE
  • ILEC
  • ICFE
  • BEC

UK International Foundation” პროგრამა საქართველოში

P/T/G არის ბრიტანეთის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ აკრედიტირებული სასწავლებელი. ჩვენი Foundation პროგრამის დამთავრების შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება სწავლა გააგრძელოთ დიდი ბრიტანეთის ბაკალავრიატის პროგრამების პირველივე კურსზე და აღარ დაკარგოთ დამატებითი წელი წინამოსამზადებელი პროგრამის გასავლელად.

Foundation პროგრამა არის 2 სახის – რეგულარული და დაჩქარებული, იმ შემთხვევაში თუ ინგლისური ენის ცოდნა პასუხობს დასავლური უნივერსიტეტების მოთხოვნებს. პროგრამაზე ჩაბარება შეუძლიათ X, XI და XII კლასის სკოლის მოსწავლეებს. სკოლის დამთავრებისთანავე მოსწავლეები მიიღებენ Foundation პროგრამის დიპლომს შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტს შეეძლება ჩააბაროს დიდი ბრიტანეთის ბაკალავრიატის პირველივე კურსზე და აღარ დაკარგოს წელი.

ინგლისური ენის შესწავლა

P/T/G -ის ინგლისური ენის პროგრამა უფრო სიღრმისეულად შეგასწავლით ენის სტრუქტურას, რაც ცოდნის მკვეთრი გაუმჯობესების და მისი მრავალფეროვანი გამოყნების საშუალებას იძლევა. პროგრამა იყოფა 3 ძირითად მიმართულებად:

  • სასაუბრო
  • აკადემიური
  • ბიზნესი

ამ მიმართულებებიდან “აკადემიური” ყველაზე უფრო პოპულარული და ფართო გამოყენებისაა