Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უმაღლესი სასწავლებლები > გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – ALMA MATER
 
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – ALMA MATER

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ახალი ტიპის უნივერსიტეტია ქართულ სინამდვილეში, რომე­ლიც 2002 წლიდან სრულად გადავიდა სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე.

უნივერსიტეტმა პირველივე წარდგენით, 2004 წელს გაიარა უმაღლესი შეფასებით სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია.

უნივერსიტეტი ემსახურება სტუდენტს მაღალი სტანდარტით – აძლევს იმ ტიპის ცოდნას, რითაც ადვილად მოერგება შრომის ბაზარს.

აკადემიური პროგრამები შექმნი­ლია ევროპისა და ამერიკის პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამების ბაზაზე და ამ უნივერსიტეტების წამყვანი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით. ამიტომ ყველა პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან.

უნივერსიტეტი გასცემს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ ევროპული ნიმუშის დიპლომს, რომელიც მიღებულია ბოლონიის პროცესის ფარგლებში და აღიარებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ, რაც პრაქტიკულად ნიშნავს სტუდენტთა თავისუფალ გადაადგილებას სწავლის გაგრძელებისა თუ დასაქმების თვალსაზრისით ევროპაში. ამ მხრივ აღსანიშნავია უცხოეთის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩვენი კურსდამთავრებულების დაუბრკოლებელი ჩარიცხვა.

სკოლები:
1. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
2. სამართლის სკოლა
3. ბიზნესისა და მართვის სკოლა
4. მედიცინის სკოლა
5. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

უნივერსიტეტი ახორციელებს ხუთ აკადემიურ პროგრამას: 
* დიპლომირებული მედიკოსის
* ბაკალავრის
* მაგისტრის
* დოქტორის
* რეზიდენტის.

კარიერის ოფისი:
ის ფაქტი რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუციის მონაცემებით პირველ ხუთეულშია, ორ მნიშვნელოვან მახასიათებელზე მეტყველებს – ერთი მხრივ, კურსდამთავრებულები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული დასაქმების სისტემა მართლაც ეფექტურად მუშაობს. ამ სისტემის მამოძრავებებლი ცენტრია სწორედ კარიერის ოფისი, რომელიც საქართველოში პირველად ჩვენ უნივერსიტეტში შეიქმნა.

მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა ზრდის პერსპექტივის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ეფექტიანად წარმართვას, კონკრეტული დახმარება გაუწიოს კურსდამთავრებულებს სამუშაოს მოძებნაში.

საერთაშორისო პროგრამები:
უნივერსიტეტში არსებობს საზღვარგარეთ სტაჟირების გავლის და ენის შესწავლის კარგი შესაძლებლობები.

რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?

იმისათვის რომ პასუხი სრულყოფილად გაეცეს ამ კითხვას  საჭიროა ყველა იმ „დიდი“ საქმის  თუ „ნიუანსის“ ცოდნა, რომელიც 23 წლის განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ითავა და წარმატებით განახორციელა.  ერთბაშად, ერთდროულად ამ ინფორმაციის მიღება  რთული იქნება ამიტომ გთავაზობთ ალმა მატერის (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ცნობილია ასევე, როგორც ალმა მატერი) თითქმის 25 წლიანი ისტორიიდან ამონადირებს/ფაქტებს, რომელსაც კონსტატაცია არ ესაჭიროება.

ისტორია N1

უნივერსიტეტის მიზანი

1. უნივერსიტეტის დანიშნულებაა მოამზადოს ფართო კომპეტენციის მქონე ახალიგენერაციის სპეციალისტები, რითაც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებულიეკონომიკისა და, შესაბამისად, ცოდნის საზოგადოების მრავალმხრივი იერარქიისგანვითარებას.
2. აღზარდოს არა უბრალოდ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, არამედ მაღალიმოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალურიღირებულებების მატარებელი სუბიექტები, რომლებსაც გააზრებული ექნებათქართული და გლობალური კულტურული ღირებულებები.
3. უზრუნველყოს სტუდენტების ზრდის პერსპექტივა, მათი პიროვნული და შემოქმედებითიპოტენციალის განვითარება საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობისგაფართოვებისა და სამივე საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამებისგანხორციელების გზით.
4. შექმნას ეფექტური სისტემა სამეცნიერო-კვლევითი სფეროს განვითარებისთვის,რომელიც საფუძველს შექმნის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალისგაფართოვებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის.
5. აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითიგამოცდილებისსაფუძველზეშექმნასმოსახლეობისსაჭიროებებზეორიენტირებულისერვისულისისტემა.

1. უნივერსიტეტის დანიშნულებაა მოამზადოს ფართო კომპეტენციის მქონე ახალი გენერაციის სპეციალისტები, რითაც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და, შესაბამისად, ცოდნის საზოგადოების მრავალმხრივი იერარქიის განვითარებას.

2. აღზარდოს არა უბრალოდ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მატარებელი სუბიექტები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ ქართული და გლობალური კულტურული ღირებულებები.

3. უზრუნველყოს სტუდენტების ზრდის პერსპექტივა, მათი პიროვნული და შემოქმედებითიპოტენციალის განვითარება საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობისგაფართოვებისა და სამივე საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამებისგანხორციელების გზით.

4. შექმნას ეფექტური სისტემა სამეცნიერო-კვლევითი სფეროს განვითარებისთვის, რომელიც საფუძველს შექმნის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის გაფართოვებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის.

5. აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების საფუძველზე შექმნას მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისული სისტემა.

უნივერსიტეტის საქმიანობა/პრინციპები

1. სწავლისა და სწავლების პროცესის ლიბერალურობა, დემოკრატიულობა, ღიაობა.

2. მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, მაღალი პასუხისმგებლობა.

3. სწავლა – ჰუმანიზაცია და სოციალური აქტივობა.

4. სტუდენტი – სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრალური სუბიექტი.

5. აკადემიური შეუვალობა და კვლევის თავისუფლება.

6. არჩევითობის თავისუფლება, გამჭვირვალობა, სამართლიანობა.

ისტორია N2

ალმა მატერის რექტორი მიმართვა აბიტურიენტებს

„თანამედროვე საზოგადოებას ინფორმაციულ საზოგადოებას უწოდებენ, ხოლო თანამედროვე ეკონომიკას – ცოდნის ეკონომიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, განათლების დონეა განმსაზღვრელი ახალგაზრდა კაცის ხვალინდელი დღისა.

განათლება სწორედ სოციალური მობილობის მამოძრავებელი ენერგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლების დონის შესაბამისად  ადამიანი შეიძლება დაბალი სოციალური ფენიდან მაღალ სოციალური ფენაში აღმოჩნდეს და პირიქით. ამიტომ უაღრესად აქტუალურია დილემა – რომელ უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშიროს ახალგაზრდამ საკუთარი ბედი? რომელი სასწავლო დაწესებულება მისცემს ისეთ ცოდნას, რითაც შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნა და ღირსეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში?

ჩვენ, უბრალოდ წარმოგიდგენთ ჩვენს უნივერსიტეტს, რომ გაგიადვილდეს არჩევანის გაკეთება, რომ გახდე საზოგადოების ღირსეული წევრი – დაიმკვიდრო საკუთარი თავი პროფესიონალების წრეში და მოერგო თანამედროვე შრომის ბაზარს

გელოდები, რომ პირადად შეგხვდე და მოგილოცო ჩვენი გუნდის წევრობა

კეთილი სურვილებით,

რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე“

მამუკა თავხელიძე – პიერ ფოჩარდის საერთაშორისო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ოქსფორდის მრგვალი მაგიდის ბორდის წევრი  და ექსპერტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი. (იხ. ლინკიhttp://gruni.edu.ge/menu_id/42/lang/1/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98)

ისტორია N3

უნივერსიტეტში არაერთი საერთაშორისო-კვლევითი პროექტი ტარდება. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია – „ფედერალისტები და სამოქალაქო განათლების პრობლემები საქართველოში“. პროექტი დაფინანსდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. ალმა მატერის პროფესორებმა მიხეილ გოგატიშვილმა და გიორგი ბარამიძემ  თარგმნეს ფედერალისტების ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედის,  ჯონ ჯეის ათი წერილი. ნაშრომი ქართულ-ინგლისურ ენაზე გამოსცა  უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრმა, წიგნი საჩუქრად გადაეცა აშშ მაშინდელ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, მის მეუღლეს ლორა ბუშს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, უნივერსიტეტმა მოკლე დროში მიიღო თეთრი სახლიდან მადლობის წერილი.

თეთრი სახლი

ვაშინგტონი

1 ივლისი 2005 წელი

ძვირფასო მამუკა,

გმადლობთ წიგნისთვის „ათი ფედერალისტური წერილი“. მე ვაფასებ თქვენ კეთილ ჟესტს და ყურადღებას

ლორა და მე საუკეთესოს გისურვებთ.

გულწრფელად,

ჯორჯ ვ. ბუში

(იხილე ბმულიhttp://gruni.edu.ge/menu_id/42/lang/1/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98)

სახელმწიფო მდივანი

ვაშინგტონი

23 მაისი, 2005

ძვირფასო ბატონო თავხელიძე,

გმადლობთ, საინტერესო წიგნისთვის „ათი ფედერალისტური წერილი: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი და ჯონ ჯეი“ პატივია მიიღო წიგნი, რომელიც ეხება ამერიკული პოლიტიკური აზროვნების კონცეფციების და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიზეზს. მე განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ ეს იყო მიძღვნილი მისი პრეზიდენტისადმი ბუშისადმი, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის მშენებლობის ჩემპიონია.

გულწრფელად,

კონდოლიზა რაისი.

ისტორია N4

UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის  მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – ALMA MATER, კურსდამთავრებუთა მაჩვენებლით, პირველ ხუთეულში დასახელდა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე თუ რომელია ის დარგი საქართველოში, სადაც მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ჩვენი ღრმა რწმენით ეს განათლებაა. გარკვეული ეტაპზე მჭირდებოდა ჩემს მთავარ სპეციალობასთან ერთად იურუდიული სპეციალობას გავცნობოდი“. ამ პერიოდში ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ანუ „ალმა მატერში“. ცოდნა, რომელიც იქ მივიღე ჩემს პროფესიულ ასპარეზზე გამომადგა. . . “

სოსო ფხაკაძე

WISSOL პეტროლიუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

(იხ. ბმული http://gruni.edu.ge/menu_id/506)

ისტორია N5

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრედოა:

თითოეული სტუდენტისგან შესაძლებლობის მაქსიმუმი,

თითოეულ სტუდენტს – საუნივერსიტეტო მხარდაჭერის მაქსიმუმი.

(იხილე ბმული http://gruni.edu.ge/menu_id/1148)

ისტორია N6

2012 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ის გახდა უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში „ერასმუს მუნდუსი“ – EMINENCE. პროექტში მონაწილეობს პოლონეთი, საფრანგეთი, შვედეთი, პორტუგალია, იტალია, უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, სომხეთი, და აზერბაიჯანი.აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაერთმა სტუდენტმა გაიღრმავა ცოდნა     და შეიძინა ახალი გამოცდილება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ისტორია N7

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში,ისევე როგორ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, ფაკულტეტებს უწოდებენ სკოლებს. ალმა მატერში (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ცნობილია ასევე, როგორც ალმა მატერი) შემდეგი სკოლებია: სამართლის სკოლა, ბიზნესის და მართვის სკოლა, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა,    მედიცინის სკოლა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. უნივერსიტეტში ორი პროფესიული პროგრამაა: კრიმინალისტიკის პროფესიული პროგრამა (მე-3, მე-4 და მე-5 საფეხურები) და ტელე-რადიო რეპორტიორის პროგრამა.

ისტორია N8

სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური ხმარდება:

  • ძირითად დისციპლინებში სასწავლო მასალით უზრუნველყოფას;
  • არჩეული ძირითადი  (major) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებას;
  • ორი უცხო ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლას;
  • დამატებითი (minor) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებას ანუ მეორე სპეციალობის დაუფლებას;
  • უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სასწავლო პროგრამების გავლის შესაძლებლობას  დისტანციური/ონლაინ რეჟიმით, შესაბამისი სერთიფიკატების მიღებით;
  • უცხოეთის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ორი დიპლომის და აკადემიური ხარისხის მიღებას;
  • არჩევითი დისციპლინების სწავლებას;
  • უცხოეთში სტაჟირების შესაძლებლობას;
  • კარიერისათვის მომზადებას – სპეციალური ტრენინგ კურსების გავლას;

უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, ან დაგვიკავშირდეთ.