Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უმაღლესი სასწავლებლები > თბილისის საერთაშორისო აკადემია
 
თბილისის საერთაშორისო აკადემია

რატომ უნდა მოვიდეს სასწავლებლად აბიტურიენტი თბილისის საერთაშორისო აკადემიაში?

ჩვენი აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს სტუდენტის ინტერესებზე მორგებულ სწავლისათვის საჭირო ყველა პირობებს: თანამედროვე შენობა, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები, კომპიუტერული კლასი, სასწავლო-მეთოდური და მხატრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების მქონე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული და მოწვეული პროფესურა.

აკადემიის მისია, მიზნები და ამოცანები

1 აკადემიის მისიაა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, შექმნას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ისეთი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ადაპტირებული იქნება არამხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და მის მოთხოვნებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.

2.აკადემიის მიზანია თითოეული სტუდენტის ინტელექტუალურ, კულტურულ, შრომით და სულიერ მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მორგებული თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიცემა, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ არამხოლოდ თავისი საქმის მაღალ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, არამედ ხელს შეუწყობს მათ პიროვნებად ფორმირებას – გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი.

3 დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად, აკადემიის ამოცანებია: ა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება; ბ) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; გ) მაღალ კვალიფიციური აკადემიური პერსონალის გუნდის შექმნა; დ) აკადემიის ადმინისტრაციის დაკომპლექტება პროფესიონალებით; ე) აკადემიის თანამშრომელთა (როგორც ადმინისტრაციის ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალის) პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ვ) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანერგვა და გამომუშავება სწავლების პროცესში; ზ) სწავლებისა და აღზრდის პროცესის მუდმივი სრულყოფა; თ) აკადემიის სტუდენტების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აღზრდა; ი) შრომის ბაზრის მიერ მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა; კ) სტუდენტთა და პოტენციურ დამსაქმებელთა ურთიერთკავშირის მექანიზმის დანერგვა და მის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა; ლ) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიის ადაპტაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; მ) სტუდენტთა საერთაშორისო მობილობისათვის მაქსიმალურად ხელშეწყობა; ნ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება ო) აკადემიის სტუდენტებისათვის მათი პიროვნული ზრდისთვის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება; პ) უცხოელი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის აკადემიაში სწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა.

დასახული მისიისა და მიზნების შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აკადემიის მიზნები 2014-2015 წლისთვის

ა) გამართული ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება; ბ) ძლიერი გუნდის ფორმირება და სრულყოფილი მმართველობითი სისტემის შექმნა; ბ) სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიული განათლების მასწავლებლებით სრულად დაკომპლექტება; გ) სახელმწიფო ავტორიზაციის გავლა; დ)საერთაშორისო განათლების ბაზარზე გასვლა ე) პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთობების დამყარება ვ) განვითარების მყარი და სტაბილური სტრატეგიის შემუშავება ზ) სარეკლამო კომპანიის ჩატარება და აკადემიის ბრენდის იმიჯის გაცნობა და დამკვიდრება თ) აკადემიის თანამშრომელთა პროფესიული ზრდის უზრუნველმყოფელი სისტემის შექმნა.

თბილისის საერთაშორისო აკადემიაში ხორციელდება ორი პროგრამა: ბიზნესის ადმინსტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების. გთავაზობთ ორივე საბაკალავრო პროგრამის მიზნებს:

მიმართულება:სოციალური მეცნიერებები (Social sciences)

პროგრამის სახელწოდება:საერთაშორისო ურთიერთობები (International Relations)

კვალიფიკაცია/მისანიჭებელიაკადემიურიხარისხი:სოციალური მეცნიერების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში  (BachelorofSocialSciencesinInternatoionalRelations)

პროგრამისმოცულობა :240ECTS

პროგრამისხანგრძლივობა : 8სემესტრი

სწავლებისენა:ქართული

პროგრამის კოორდინატორი: ლევან ოსიძე, პროფრსორი

საბაკალავრო პროგრამის მიზანი

  • საბაკალავრო პროგრამის მიზანია  სტუდენტსმისცეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად თეორიულ საკითხებზე, შეასწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, საერთაშორისოუსაფრთხოების, საერთაშორისოინტეგრაციისადა ორგანიზაციების, რეგიონული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ასევე მისცეს დარგის ისეთი ცოდნა, რომელიც მას მოცემულ სფეროში დამოუკიდებელი ორიენტაციის, საკითხის დასმის, მოსაზრებების ორიგინალური განვითარებისა და პრაქტიკული გამოყენების საშუალებას მისცემს.შეასწავლოს ინგლისური და მეორე უცხო ენა უცხოელებთან თავისუფალი კომუნიკაციის დონეზე.პროგრამის მიზანია აგრეთვე მისცეს  სტუდენტს საბაზისოკვლევებისწარმოებისდაორგანიზაციულიუნარ-ჩვევე­ბისისაუცილებელი ცოდნა, რომელიცდაეხმარება მასსწავლაგააგრძელოსმაგისტრატურაში ან/და პროგრამის ფარგლებში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევების საფუძვლზე დასაქმდეს შრომის ბაზარზე.

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება  (Business Administration)

პროგრამის სახელწოდება:    ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)