Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud


რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის (RISEBA)-ს პრეზენტაცია – 24.02.2012 თბილისი

რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის (RISEBA)-ს პრეზენტაცია – 24.02.2012 თბილისი

 

2012 წლის 24 თებერვალს,  Edu-Guide.Ge-ს და რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის (RISEBA)-ს ორგანიზებით,  გაიმართა პრეზენტაცია თბილისში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია ამ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ. ინფო-სესია გაიმართა სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
პრეზენტაცის უძღვებოდა ელა კალნინა, რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის (RISEBA)-ს საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.  პრეზენტაციაზე მან წარმოადგინა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ბიზნესში, მენეჯმენტში, ადიო-ვიზუალურ მედიაში, კომუნიკაციებში და არქიტექტურაში. ასევე ისაუბრა ყველა იმ პროცედურასა და საბუთებზე, რაც საჭიროა ამ ბიზნეს სკოლაში ჩასაბარებლად. დასასრულს წარმოდგენილი იქნა ზოგადი ინფორმაცია ლატვიაში ცხოვრებისა და სწავლის პირობების შესახებ.

 

რიგის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის (RISEBA)-ს პრეზენტაციის ფოტო-გალერეა: