Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud


ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღე – 21.02.2016 თბილისი

ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღე – 21.02.2016 თბილისი

 

2016 წლის 21 თებერვალს,  Edu-Guide.Ge-ს და ტურიბას უნივერსიტეტის ორგანიზებით,  გაიმართა საინფორმაციო დღე თბილისში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია ამ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, სტიპენდიებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო დღე გაიმართა სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში.
საინფორმაციო დღეზე, ტურიბას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს ლატვიაში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ტურიბას უნივერსიტეტის, ERASMUS-ის და ლატვიის მთავრობის სტიპენდიებზე და იმ სტაჟირების შესაძლებლობებზე, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ლატვიასა და სხვა ევროპის ქვეყნებში. ასევე საუბარი შეეხო ყველა იმ პროცედურას და საბუთებს, რაც აუცილებელია ამ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.
საინფორმაციო დღე წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო დეტალური ინფორმაცია პირადად უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან. ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს, ჰქონდათ საშუალება დაეწერათ უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტი.

 

ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღის ფოტო გალერეა: