Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud


Study In Estonia-ს ინფო-სესია – 16.02.2014 თბილისი

Study In Estonia- ინფოსესია16.02.2014 თბილისი

 

2014 წლის 16 თებერვალს,  Edu-Guide.Ge-ს და Study In Estonia-ს ორგანიზებით,  გაიმართა ინფო-სესია თბილისში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია ესტონეთში სწავლის, ცხოვრების პირობების, სტიპენდიებისა და უფასო პროგრამების შესახებ. ინფო-სესია გაიმართა, ბიზნეს ცენტრ დიდუბე პლაზაში.
Study In Estonia წარმოადგენს ესტონური უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ესტონეთში განათლების მიღებას. მისი საქმიანობების კოორდინაციას ახდენს არქიმედეს ფონდი და ეს პლატფორმა დაფინანსებულია ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ.
16 თებერვალს, თბილისში ორგანიზებული ინფო-სესიის მიმდინარეობის განმავლობაში, Study In Estonia-ს, ასევე ტარტუს და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაციები ესტონეთში არსებულ 150-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე. მათ ასევე ისაუბრეს ესტონეთში ცხოვრებასა და სწავლის პირობებზე და იმ სტიპენდიებსა და უფასო პროგრამებზე, რასაც ესტონეთის უნივერსიტეტები სთავაზობენ საქართველოს მოქალაქეებს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ესტონეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველებს ჰქონდათ საშუალება შეევსოთ აპლიკაცია, დაემოწმებინათ საჭირო ოფიციალური საბუთები, დაეწერათ ინგლისური ენის ტესტი და გადაეხადათ აპლიკაციის საფასური.
დამატებითი ინფორმაციისთვის, Edu-Guide.Ge-ს და Study In Estonia-ს მიერ ორგანიზებულ ინფო-სესიის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გასული სიუჟეტი. ვიდეოს სანახავად გადადით ამ ბმულზე.

 

Study In Estonia-ს ინფო-სესიის ფოტოგალერეა: