Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud



მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკა

მოსწავლე-ახალგაზრდობის საბიბლიოთეკო და ბიბლიოგრაფიული მომსახურეობა, მათი მიზიდვა აქტიური ჩაბმა საბიბლიოთეკო კითხვაში




საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალიზირებული ბიბლიოთეკაა საქართველოში. ასევე ფუნქციონირებს 5 რეგიონალური ბიბლიოთეკა ქუთაისში, თელავში გორში, რუსთავსა და ბათუმში. ბიბლიოთეკის საწიგნო ფონდი 10 700 ერთეულს ითვლის (რეგიონების ჩათვლით). აქ დაცულია წიგნები ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე.




საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ბიბლიოთეკა

"საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილია 800-ზე მეტი წიგნი და პუბლიკაცია.




ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავისი შინაარსით უნივერსალურია და იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო - საგანმანათლებლო ცენტრს. მისი წიგნადი ფონდები დღესდღეობით 3 700 000 ბიბლიოგრაფიულ ერთეულს შეადგენს. აქ თავმოყრილია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, საუნივერსიტეტო სპეციალობათა სრული კომპლექტით. ფონდებში დაცულია წიგნადი და პერიოდული გამოცემები, რარიტეტები, კლასიკოსთა ნაწარმოებები და სხვა.




სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობების, თავისუფლების მატარებელი იდეების, ეროვნული ერთობისა და დამოუკიდებლობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და პროგრესის განვითარებას ქართულ საზოგადოებასა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკა

იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედებს ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველს შეუძლია ადგილზე ისარგებლოს იურიდიული მეცნიერებისთვის განკუთვნილი წიგნადი ფონდით. ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით. ამასთან, ინტერნეტის საშუალებით სტუდენტს შეუძლია უფასოდ მოიძიოს მისთვის საინტერესო სამეცნიერო ინფორმაცია ფასიანი ვებ–გვერდებიდან (LexisNexis.com, Heinonline.com, Beck-online.de). ბიბლიოთეკაში მოქმედებს ელექტრონული კატალოგი, რაც მკითხველს უადვილებს ლიტერატურის მოძიებას.




სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა

სახალხო დამცველის ბიბლიოთეკის მთავარი მიზანი და ამოცანაა ადამიანის უფლებათა შესახებ ნებისმიერი დაინტერესებული პირის ცოდნის დონის ამაღლება. სახალხო დამცველის აპარატის ბიბლიოთეკაში დაშვება თავისუფალია.




ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 2006 წლის ზაფხულში  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის, სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის და ი.გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის გაერთიანების შედეგად.




საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის




გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა ყველასთვის, ვინც გერმანულს სწავლობს ან ასწავლის. ის მდებარეობს გოეთეს ინსტიტუტის შენობაში - კაფეტერიის თავზე..