Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ბიბლიოთეკები > ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა

 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა

იშვიათი გამოცემებიდან აღსანიშნავია 100- ზე მეტი ქართული წიგნი. საყურადღებოა პირველი ქართული წიგნი – ,,ქართული ანბანი ლოცვებითურთ”, რომელიც გამოცემულია 1629 წელს ქალაქ რომში, ხოლო გერმანიაში 1484 წელს ქ. ლუბეკში დაბეჭდილი ინკუნაბულა, ,,ცხოვრება წმინდა იერონიმისა”. აგრეთვე 1705 წელს არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაბეჭდილი ,,დავითნი”, 1712 წელს ვახტანგ VII – ის მიერ პირველ ქართულ სტამბაში აწყობილი შ. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი”; პირველი ქართული გაზეთი – ,,საქართველოს გაზეთი” – ს 1819 წლის სრული კომპლექტი ; აგრეთვე მრავალი აღმოსავლურ და დასავლურ ევროპის ენებზე გამოცემული ისტორიული, მხარეთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის მრავალფეროვანი ლიტერატურა.

მომსახურების ფორმები:
სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს ბიბლიოთეკათა ქსელს, რომელშიც გაერთიანებულია 10 საფაკულტეტო ბიბლიოთეკა. ისინი დაკომპლექტებული არიან დარგობრივი ლიტერატურით შესაფერ დარგობრივ კორპუსებში.

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ორი სახის აბონიმენტი ,ძირითადი – პროფესორ – მასწავლებლებისათვის და სასწავლო – სტუდენტებისათვის; არის მრავალადგილიანი კეთილმოწყობილი 4 სამკითხველო დარბაზი, რომლებიც სხვადასხვა კორპუსებშია განლაგებული და დაკომპლექტებულია მაპროფილებელი თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურით.

ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესები:
ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ – საგანმანათლებლო, სამეცნიერო – ინფორმაციულ ცენტრს. აქ ეწყობა საბიბლიოთეკო კვირეულები (30 აპრილი), პრეზენტაციები, შეხვედრები , მკითხველთა კონფერენციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. აგრეთვე ხდება წიგნადი ფონდების შევსება ნაჩუქარი წიგნებითა და შემოწირულობებით. ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოეცა წიგნები კარნეგის ფონდიდან, გამომცემლობა ,,Wiley” – დან, ილინოისის უნივერსიტეტიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან და სხვა მნიშვნელოვანი ფონდებიდან.

ბიბლიოთეკაში შექმნილია საინფორმაციო ცენტრი, ფუნქციონირებს ინტერნეტკლასი, რომელიც ემსახურება როგორც სტუდენტებს ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებს სამეცნიერო და სხვადასხვა სახის ახალი ინფორმაციის მიღებაში. ინტერნეტკლასის კომპიუტერებით სარგებლობენ აგრეთვე სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების რედაქტირებისა და ელექტრონული ვერსიის შექმნისას. სტუდენტებსაც და პროფესორ – მასწავლებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ელექტრონული რესურსებით, მათ საშუალება აქვთ იმუშაონ ელექტრონული ჟურნალების ბაზებთან (EBSCO, blackwell და სხვა). აქვე არის GSS პროგრამის იურიდიული საკანონმდებლო ბაზაც, ნორმატიული აქტების ყველაზე დიდი კრებული საქართველოში და რომლითაც უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პროფესორ – მასწავლებლებმა, ასევე სტუდენტებმაც.

სამეცნიერო ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 სთ – დან 17 სთ – მდე.