Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ბიბლიოთეკები > სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
 
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობების, თავისუფლების მატარებელი იდეების, ეროვნული ერთობისა და დამოუკიდებლობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და პროგრესის განვითარებას ქართულ საზოგადოებასა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ბიბლიოთეკის საქმიანობა დაეხმარება ახალგაზრდა თაობას საღი აზროვნების ჩამოყალიბებაში; ხელს შეუწყობს გახდნენ აქტიური მოქალაქეები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, და საერთო ღირებულებებზე და ინეტრესებზე დაყრდნობით ითანამშრომლონ საკუთარი მომავლის ასაშენებლად.

ჩვენ გთავაზობთ:

პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების, არქიტექტურის და დიზაინის სრულყოფილ სამეცნიერო საბიბლიოთეკო რესურსებს;
თანამედროვე სადისკუსიო პლათფორმიას ახალგაზრდა თაობისა და აქტიური მოქალაქეებისათვის;
აქტიური მოქალაქეების ქსელის განვითარების ხელშეწყობას საქართველოსა მასშტაბით;
აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის;
საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივ და უცხოურ მედიასა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარებისათვის.