Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ბიბლიოთეკები > საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკა

 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია არა მარტო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მომხმარებელთა შორის გვხდებიან ადვოკატები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ექიმები, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ბიბლიოთეკას აქვს როგორც თემატური (ბარათული სისტემა), ასევე ელექტრონული კატალოგი. აქ მუშაობს პროგრამა “KODEX”-ის (საქართველოს კანონმდებლობა) მონაცემთა ბაზა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.

ბიბლიოთეკაში შესაძლებელია როგორც სამკითხველო დარბაზით სარგებლობა, ასევე წიგნის ბინაზე გატანა. წიგნის ბინაზე გატანით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ ბიბლიოთეკის წევრს.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა, 10:00-დან 18:00 საათამდე ხოლო შაბათს – 10:00-დან 17:00 საათამდე.