Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ბიბლიოთეკები > სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა

 
სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა

სახალხო დამცველის ბიბლიოთეკის მთავარი მიზანი და ამოცანაა ადამიანის უფლებათა შესახებ ნებისმიერი დაინტერესებული პირის ცოდნის დონის ამაღლება. სახალხო დამცველის აპარატის ბიბლიოთეკაში დაშვება თავისუფალია.

1997 წლიდან სახალხო დამცველის აპარატი რაულ ვალენბერგის ინსტიტუტისა და SIDA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საბიბლიოთეკო და საცნობარო სერვისის განვითარებას; UNDP-ისთან ერთად, გარემონტდა დარბაზი, სამუშაო ოთახები; ბიბლიოთეკა რეგულარულად მარაგდება წიგნებით; სახალხო დამცველის თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები. პროექტის ფარგლებში შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა.

ბიბლიოთეკაში არსებული მომსახურება:

1. უახლესი წიგნები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; ჟურნალები, გაზეთები, ვიდეო და აუდიო მასალა, ფოტოები, პლაკატები;

2. შესაძლებელია ლიტერატურის სახლში გატანა;

3. საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო ფონდებით სარგებლობა;

4. სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა;

5. ინტერნეტით სარგებლობა (კვირაში 2 სთ.);

6. ქსეროქსით, პრინტერითა და სკანერით სარგებლობა.