Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დარგის ლიდერია


სპეციალური კვლევის შედეგების მიხედვით, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების საორგანიზაციო საზოგადოების გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აღიარებულ იქნა დარგის ლიდერად და გადაეცა ოქროთი დაფერილი მედალი „2015 წლის დარგის ლიდერი“.

სახელობითი ორდენი – „ეკონომიკის ვარსკვლავი“ მიენიჭა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს. „2015 წლის სპეციალისტის“ ნაციონალური სერტიფიკატი და სამკერდე სახელობითი მედალი, „პროფესიული დამსახურებისათვის“ გადაეცათ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.

 აღნიშნული ჯილდო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კიდევ ერთი აღიარებაა და ის თანაბრად ეკუთვნის ყველა სტუდენტსა და თანამშრომელს.

ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს უნივერსიტეტის თითოეულ წევრს საყოველთაო აღიარებას და უსურვებს ახალ წარმატებებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.