Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

გურამ შეროზიას და მარიამ შიხაშვილის საჯარო ლექცია „როგორ მოვიპოვოთ 2500-ლარიანი დაფინანსება მარტივად და უფასოდ“


22 მაისს 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კომპანია vivus.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი გურამ შეროზია და საქველმოქმედო პროექტ ERTAD.GE–ის მენეჯერი მარიამ შიხაშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე „როგორ მოვიპოვოთ 2500-ლარიანი დაფინანსება მარტივად და უფასოდ“.

ლექციაზე განხილული იქნება სოციალურ პროექტ ERTAD.GE-სგან დაფინანსების მიღების პირობები. ამ პროექტის მაგალითზე მსმენელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ
• როგორ დავწეროთ პროექტი და მოვიპოვოთ დაფინანსება;
• როგორ შევფუთოთ ჩვენი იდეა ეფექტურად;
• გამარჯვებული პროექტების გამოცდილების გაზიარება + რჩევები;

დასწრება თავისუფალია