Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

დისტანციური სწავლების უპირატესობა და ტიპები


არსებობს სამი ტიპის დისტანციური სწავლების მეთოდი.

ონლაინ მეთოდი  ამ დროს ლექტორი სტუდენტებს ეკონტაქტება მხოლოდ წერილობითი და/ან ვიდეო ლექციების ჩანაწერების მეშვეობით. კვირაში ერთხელ ლექტორი აუდიტორიაში მიდის და ვიდეო ფირზე ლექციას წერს. საიტზე ატვირთული ლექციების ნახვა მხოლოდ რეგისტრირებულ სტუდენტებს შეუძლიათ. თუ სტუდენტს კითხვა გაუჩნდება ლექტორს ისევ ონლაინ მისწერს, პასუხსაც იგივე გზით, მოგვიანებით მიიღებს.

ლაივ კონფერენციის მეთოდი  ამ შემთხვევაში სილაბუსით წინასწარ განსაზღვრულია ლექციის დრო და ამ დროს პირდაპირი გადაცემის სიხშირით, ე.წ ლაივ სტრიმით მიმდინარეობს ლექცია. ამ დროს სტუდენტს შეუძლია დაუსვას კითხვა ლექტორს და დაუყოვნებლივ მიიღოს მისგან პასუხი. თუმცა სწავლების ეს მეთოდი ნაკლებად ხელსაყრელია მათთვის, ვინც ადგილზე სწავლას და ლექციებზე დასწრებას დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს.

ჰიბრიდული კურსი  ზედა ორივე მეთოდის შერწყმაა. ანუ ჰიბრიდული კურსის არჩევის შემთხვევაში სტუდენტებს ნაწილი ლექციების მოსმენა ჩანაწერების, ნაწილი კი ლაივ კონფერენციების სახით შეუძლიათ.

მოკლე კურსების გარდა, ონლაინ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მიღებაც შეიძლება. ამ შემთხვევაში სწავლის საფასური თითქმის იგივეა  რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ან უფრო ძვირია. უნივერსიტეტებს გააჩნია. არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც ისევე აფინანსებენ ონლაინ სწავლების პროგრამებს. ამისთვის საჭიროა დამფინანსებელ ორგანიზაციაში ან უშუალოდ უნივერსიტეტში დაფინანასების მოპოვების შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება.

Top 10 Free Distance Learning Degrees & Courses

კენდრა ოლბრაიტი 17 წელია, რაც სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში ონლაინ ლექციებს კითხულობს. მისი სალექციო საათები სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველდღიურად სტუდენტებთან ვირტუალურ სივრცეში უწევს მუშაობა. პროფესორი ამბობს, რომ ასეთი ფორმით აუდიტორიასთან ურთიერთობა მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. პირიქით, ონლაინ სივრცეში მას სტუდენტებთან უფრო ახლო და მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

„ვირტუალური ურთიერთობა უფრო ბუნებრივი, გულახდილია ხოლმე. ასეთ დროს სტუდენტები უფრო მეტად ხდებიან ჩემი მეგობრები და მე მათი. ხშირად ხდება, რომ მათი ცხოვრების ისეთი დეტალები ვიცი, რაც შეიძლება ბევრმა მათმა ახლობელმა არ იცოდეს. დისტანციაზე კომუნიკაცია სულაც არ ქმნის ბარიერს  მეორე ადამიანთა ურთიერთობისას.“

დისტანციურ სწავლებას უმეტეს შემთხვევაში ისეთი ადამიანები ირჩევენ, ვისაც ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია, ან უბრალოდ ლექციებზე სიარულის დრო არ აქვს.

საქართველო ონლაინ კურსების სიმრავლით არ გამოირჩევა. ძირითადად ამ მეთოდით ენის სწავლაა შესაძლებელი.

თუკი Google-ის საძიებო სისტემაში online courses, ან distance learning ჩაწერთ, ასეულობით ფასიან თუ უფასო კურსს იპოვნით.

ასეთი პროგრამით მიღებული დიპლომი აკრედიტებულია და თითქმის იდეტურია იმ დიპლომებისა,რასაც სტუდენტები ადგილზე იღებენ. განსხვავება მხოლოდ დიპლომის დანართ ნაწილშია,სადაც ზუსტადაა მითითებული თუ რა საგნები და რა რეჟიმში გაიარეთ ისინი.დისტანციური სწავლით შეიძლება მიიღოთ ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება.შეზღუდვები მხოლოდ სადოქტორო პროგრამებზეა მუშაობის განსხვავებული სპეციფიკის გამო.ჯერჯერობით არ არსებობს სადოქტორო კურსი, რომელიც სტუდენტებს ადგილზე ჩასვლას,ხელმძღვანელთან ინტენსიურ კონტაქტს და ადგილზე კვლევას არ ავალდებულებდეს

 

წყარო: ელენე მახარობლიშვილი