Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

დოქტორ ჯეფრი კლაინბერგის საჯარო ლექცია. როგორ ახდენს ჯგუფური ფსიქოთერაპია ემოციური იარების განკურნებას


19 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E118 აუდიტორიაში (ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრში), საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის მოწვევით, მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და ჯგუფური ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელოს თანარედაქტორი, ჯეფრი კლაინბერგი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ახდენს ჯგუფური ფსიქოთერაპია ემოციური იარების განკურნებას კლინიკაში, თემსა და მთელ მსოფლიოში“.

ლექცია ტარდება ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესის საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური ხელშეწყობით და ეძღვნება ჯგუფური ფსიქოთერაპიის როლს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.

მომხსენებელი წარადგენს ჯგუფური ინტერვენციის (ჩარევის) უნიკალურ წვლილს ფსიქიკური აშლილობების, თემის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ტრავმის დაძლევის სფეროებში. ასევე, განიხილავს სხვადასხვა გარემოსა და კულტურაში აღმოცენებულ შემთხვევებს და ისაუბრებს სტიგმისა და სხვა ანტიჯგუფური ძალების შესახებ.

ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია, სადაც დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოერგოს ჯგუფური თერაპიის მეთოდი საქართველოს რეალობას.

დრო: 19 ივნისი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E118 აუდიტორია (ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.