Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

იორდანია საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იორდანიის აშემიტური სამეფოს ვიცეპრემიერსა და განათლების მინისტრს მუჰამად სნეიბათს და დელეგაციის სხვა წევრებს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს საქართველოსა და იორდანიის განათლების სისტემაში არსებული ვითარება, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები. მიმოიხილეს განათლების თითოეულ საფეხურზე სისტემის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. შესაბამისად, შეხვედრაზევე დაიგეგმა საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ტექნოპარკი და პარკის ტერიტორიაზე არსებულ  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები FabLab დაათვალიერეს,