Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

მოსწავლეები საქართველოდან ნოტინგემის საზაფხულო სკოლაში


დიდი ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტსა და ნოტინგემის ახალ კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები ნოტინგემის კოლეჯსა და საზაფხულო სკოლის პროგრამებში მონაწილეობით ჯილდოვდებიან. აქ ქართველი მოსწავლეები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ასევე ჩართულები არიან სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებში.

პროგრამაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, წელს ინგლისში ნოტინგემის სხვადასხვა პროგრამებში 16 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა.

ნოტინგემის საზაფხულო სკოლა და ქართველი მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოინახულა და სასწავლო პროცესს გაეცნო. გარდა ამისა გიგაური უნივერსიტეტისა და კოლეჯის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა მომავალ თანამშრომლობაზე, პროგრამების განვითარებასა და გეოგრაფიული არეალის გაზრდაზე (პროგრამების ნაწილის საქართველოში განხორციელების კუთხით). დაიგეგმა თანამშრომლობის ახალი სტრატეგიები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდ ბრიტანეთში გამართული შეხვედრებისას შეფასდა განვლილი პერიოდი და ორივე მხარემ აღიარა განვითარებისა და პროგრამების განახლების საჭიროება, რათა ისინი პასუხობდნენ თანამედროვე გამოწვევებს და უფრო მაღალ სტანდარტებზე იყოს ორიენტირებული.